დავით ჩიხელიძე: პრეზიდენტი და ოპოზიცია ცდილობენ დაამკვიდრონ ტერმინი ერთპარტიული ცესკო - ასეთი აბსურდი რომ დაიჯერო უმეცარი უნდა იყო, როგორც ჩანს, საკუთარი ამომრჩეველი ასეთად წარმოუდგენიათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
454 25 ივნისი 2024, 10:40

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, “ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით დაძლევს. ჩიხელიძის თქმით, ვეტოს დაძლევა საჭიროა ცესკოს, როგორც ინსტიტუტის სტაბილურობისთვის. მისივე განმარტებით, ზურაბიშვილის ხელში ვეტო საბოტაჟის ინსტრუმენტია და ის ოპოზიციასთან ერთად ცდილობს, დაამკვიდროს ტერმინი ერთპარტიული ცესკო.

„მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი დაძლევს სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, რომელიც მან საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონს დაადო. პრეზიდენტის ხელში ვეტო საბოტაჟის ინსტრუმენტია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არა საჭიროებისამებრ, პოლიტიკური შეხედულების მიხედვით გამოიყენება, რაც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს.

კანონით განსაზღვრულია, რომ ვეტოს დადების შემდეგ პრეზიდენტმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები უნდა წარუდგინოს, რაც პრეზიდენტის მხრიდან არაჯეროვნად სრულდება და როგორც წესი მათი მოტივირებული შენიშვნები ერთი სიტყვით გამოიხატება, რატომ დაადეთ ვეტო? იმიტომ! პრეზიდენტი და ოპოზიცია ცდილობს დაამკვიდროს ტერმინი ერთპარტიული ცესკო, ასეთი აბსურდი რომ დაიჯერო უმეცარი უნდა იყო, როგორც ჩანს მათ საკუთარი ამომრჩეველი სწორედ ასეთად წარმოუდგენიათ, რადგან მსგავსი ტყუილის გავრცელებას ბედავენ. რეალურად ცესკო 17 წევრისგან შედგება, რომელთაგან 9 პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელია, მათ შორის 8 წევრს ოპოზიციური პარტიები ნიშნავენ. დანარჩენი კი პროფესიული ნიშნით არის არჩეული, როგორ შეიძლება ერთპარტიული უწოდო ინსტიტუტს, რომლის 8 წევრს ოპოზიციური პარტია ნიშნავს?
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა საჭიროა, ცესკოს, როგორც ინსტიტუტის სტაბილურობისთვის და მდგრადი განვითარებისთვის“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი