კახა კალაძე - მინდა, წარმატება ვუსურვო აბიტურიენტებს, ქვეყნის განვითარება განათლებულ და ჯანსაღ მომავალ თაობას შეუძლია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
423 03 ივლისი 2024, 15:48
აბიტურიენტები ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადიან, როცა უნდა დაადასტურონ ცოდნა და უნარები, რაც მათ კარს გაუხსნის უმაღლესი განათლებისკენ, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელი წერს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს.

მისი თქმით, მომავალი თაობის ყველაზე მძლავრი იარაღი სწორედ განათლებაა.

„ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი აბიტურიენტები ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადიან, როცა უნდა დაადასტურონ ცოდნა და უნარები, რაც მათ კარს გაუხსნის უმაღლესი განათლებისკენ.

ჩვენი მომავალი თაობის ყველაზე მძლავრი იარაღი სწორედ განათლებაა, ამიტომ, მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს და საქართველოს, რადგან ქვეყნის განვითარება განათლებულ და ჯანსაღ მომავალ თაობას შეუძლია“, – წერს კალაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი