თამარ ჩიბურდანიძე: ცუდ თამაშს თამაშობს ამერიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. ეს რეზოლუცია არაღიარების პოლიტიკის ერთგვარი დარღვევაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
394 03 ივლისი 2024, 17:38

ეუთოს რეზოლუციაში ამერიკის მხრიდან წარდგენილ რედაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ დოკუმენტში აფხაზეთისა და ოსეთის ცალკე მოხსენიება არაღიარების პოლიტიკის ერთგვარი დარღვევაა. თამარ ჩიბურდანიძე მიიჩნევს, რომ ეუთოს რეზოლუცია, სადაც ერთიანი საქართველოს შესახებ არაა საუბარი, პირდაპირ ემსახურება რუსულ ინტერესებს.

„ეუთოს რეზოლუციაში ამერიკის მხრიდან წარდგენილი რედაქცია, სადაც ცალკე არის მოხსენიებული აფხაზეთი და ოსეთი, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ცუდ თამაშს თამაშობს ამერიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. ეს რეზოლუცია არაღიარების პოლიტიკის ერთგვარი დარღვევაა. ჩვენი მოსაზრებები ამერიკა-რუსეთის ერთობლივ პოლიტიკურ თამაშებზე, ამ რეზოლუციიდან გამომდინარე, მყარდება. საქმე ეხება ქართველი ხალხის ყველაზე დიდ ოცნებას - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მას შემდეგ, რაც ჯერ ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ პრემიერ მინისტრმა ღიად განაცხადეს შიდა კონფლიქტების მოგვარების შესახებ და ქართველ ხალხს დაჰპირდნენ, რომ ევროკავშირის წევრი საქართველო აფხაზებთან და ოსებთან ერთად გახდებოდა, ხელისუფლების ბევრ არაკეთილმოსურნეს ბუნებრივია, ეს დამაჯერებელი დაპირება არ მოეწონებოდა. შედეგიც სახეზეა - ეუთოს რეზოლუცია, სადაც ერთიანი საქართველოს შესახებ ვეღარ ვკითხულობთ და რომელიც პირდაპირ ემსახურება რუსულ ინტერესებს.

თუკი, ქართული მომაკვდავი ოპოზიციის არჩევნებში მხარდაჭერის გამო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამაზე წავა, მაშინ გამოდის, რომ რუსეთის აგენტები არა მარტო ოპოზიციაში, არამედ, მათ პატრონებშიც ყოფილან. ამ თემით ქართველ ხალხთან თამაში ცუდ შედეგს მოუტანს ნებისმიერ ქვეყანას,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი