ნინო ფოჩხუა: ეს არის ეკონომიკა ინგრევაო? როდის გახსენდებათ ასეთი რიგები ბინის შესაძენად? მე მსგავსი სურათი მიშას „აყვავებულ“ საქართველოში, მხოლოდ ციხის გალავანთან მინახავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
414 06 ივლისი 2024, 18:02

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სამშენებლო კომპანია "არქის" დიდი ფასდაკლების დღეზე მისული ხალხის ფოტოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს სურათი ასახავს დღევანდელი ხელისუფლების სწორ პოლიტიკას, რაც ეკონომიკის ზრდისა და ხალხის კეთილდღეობის საწინდარია.

ფოჩხუა აღნიშნავს, რომ მსგავსი სურათი მიშა სააკაშვილის "აყვავებულ" საქართველოში, მხოლოდ ციხის გალავანთან უნახავს.

„ეს არის ეკონომიკა ინგრევაო? როდის გახსენდებათ ასეთი რიგები ბინის შესაძენად? მე მსგავსი სურათი მხოლოდ მიშას "აყვავებულ" საქართველოში, ციხის გალავანთან მინახავს.
აი ზუსტად ეს სურათი ასახავს დღევანდელი ხელისუფლების სწორ პოლიტიკას, არანაირი ომში ჩართვა, მხოლოდ მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკის ზრდის და ხალხის კეთილდღეობის საწინდარია. სამშენებლო კომპანია "არქის" წინასწარი გაყიდვების დღე“, - წერს ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი