შალვა პაპუაშვილი: ის, რომ ევროპელი დიპლომატები არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენჯეობის ზიზღის კამპანიას, ამ ინციდენტის წამახალისებელ გარემოებად იქცა - ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
375 09 ივლისი 2024, 23:54

უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის ევროპა, რომელსაც ნაცები და ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი გვაჯერებს, რომ ნამდვილი ევროპაა - ზეწოლის, ზიზღის და შევიწროების,” - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჯანდაცვის მინისტრ მიხელ სარჯველაძეზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს.

მისი თქმით, ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ.


,,უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის ევროპა, რომელსაც ნაცები და ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი გვაჯერებს, რომ ნამდვილი ევროპაა - ზეწოლის, ზიზღის და შევიწროების.

ის, რომ ევროპელი დიპლომატები დღემდე ერთი სიტყვითაც არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენჯეობის მხრიდან ძალადობის და ზიზღის კამპანიას, ამ ინციდენტის წამახალისებელ გარემოებად იქცა.

ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი