Euractiv: რუსმა და ჩინელმა ჰაკერებმა ჩეხეთზე შარშან კიბერთავდასხმები განახორციელეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
169 10 ივლისი 2024, 16:09
ჩეხეთის სტრატეგიული ობიექტები გასულ წელს ოთხჯერ გახდა ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი. ინფორმაციას ამის შესახებ Euractiv-ი ჩეხეთის კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ დასკვნაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დასკვნის თანახმად, რომელზეც ჩეხეთის მთავრობამ უნდა იმსჯელოს, შარშან კიბერ სივრცეში ინციდენტების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, თუმცა სერიოზული ჰაკერული თავდასხმების რაოდენობა შემცირებულია.

„გასულმა წელმა რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დაკავშირებული სუბიექტების ჩეხეთის სტრატეგიული ობიექტების მიმართ არსებული ინტერესი დაადასტურა“, - ციტირებს Euractiv-ი ჩეხეთის კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს დირექტორს ლუკაშ კინტრს.

დასკვნაში აგრეთვე ნათქვამია, რომ რუსი და ჩინელი ჰაკერები კონფიდენციალური სამთავრობო ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდნენ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელი დაწესებულებები გახდნენ კიბერთავდასხმის მსხვერპლი.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კიბერშეტევებში ჩრდილოკორეული ჰაკერული დაჯგუფება Lazarus-იც მონაწილეობდა, რომელსაც ნატოსა და ევროკავშირის სამხედრო სამრეწველო კომპანიების კომპრომეტირება სურს.

გასულ წელს ირანთან დაკავშირებული ჰაკერები, რომლებიც ჩეხეთის მიერ ისრაელის მხარდაჭერას ეწინააღმდეგებიან, აგრეთვე მოქმედებდნენ ქვეყანაში და მათი სამიზნე წყლის რესურსების მართვის სისტემები იყო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი ბავშვი და ერთი ქალი დაიღუპა
მაკა ბოჭორიშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები, რათა ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ
მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს აქვს ერთგვარი გაბუტვის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ასავლელად
ლევან მაჭავარიანი: გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე ან რით გაზარდა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული გავლენები საქართველოში. 14 წელი გავიდა, ერთი რაღაც მაინც ხომ უნდა გაგვეკეთებინა, ამაზე პასუხი არ არსებობს
პაატა სალია აშშ-ში ვიზიტზე: აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ საერთაშორისო აქტორთან დეტალურად განეხილა ჩვენ მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები
არქივი