გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის გაუქმება მიზანშეწონილი არ იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
171 10 ივლისი 2024, 16:49

თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებმა, რობინ ვაგენერმა, თომას ჰაკერმა და კნუტ აბრაჰამმა აღნიშნეს, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის გაუქმება მიზანშეწონილი არ იქნება.

ბუნდესტაგის დეპუტატის, რობინ ვაგენერის თქმით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმება მართებული არ იქნებოდა.

„რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც რაღაცაზე რეაგირებას ვაპირებთ. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს ევროკავშირის წევრობა. ჩვენ გვინდა, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება ევროპაში უვიზოდ ჩამოსვლის, გვინდა, რომ ეწვიონ ევროპას, ნახონ, როგორია და რას ნიშნავს ევროპული ცხოვრება და ა.შ. ჩემი აზრით, ახლა ასეთი რეაგირება, ანუ სავიზო რეჟიმის გაუქმება არ იქნებოდა მართებული“, – აღნიშნა ვაგენერმა.

ბუნდესტაგის დეპუტატმა, თომას ჰაკერმა აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაცია ყველაზე კარგი საშუალებაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რათა ჩამოვიდნენ და ევროპაში განათლება მიიღონ.

„ყველაზე კარგი საშუალებაა იმისა, რომ ხალხმა გაიცნოს ერთმანეთი, იმოგზაუროს დაუბრკოლებლად ესტუმრონ ერთმანეთს. ეს განსაკუთრებით ეხება ახალგაზრდობას, რადგან მათ ჰქონდეთ საშუალება ჩამოვიდნენ, მიიღონ განათლება, იმუშაონ და ა.შ. ასე რომ, ამის შეჩერება და შეფერხება ჩვენ არ გვსურს“, – განაცხადა ჰაკერმა.

ბუნდესტაგის დეპუტატის, კნუტ აბრაჰამის თქმით, უვიზო რეჟიმის გაუქმება იმ ადამიანების წისქვილზე დაასხამს წყალს, რომელთაც არ სურთ საქართველო ევროპის ნაწილი გახდეს.

„მე ვემხრობი იმ იდეას, რომ მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმს არ უნდა შევეხოთ. ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა 2016 წელს და ამისათვის ძალიან დიდი ბრძოლა გავიარეთ, არა იმიტომ, რომ ტექნიკური პრობლემები იყო, არამედ ეს იყო უდიდესი სიგნალი, რომ თქვენ ჩვენთან ხართ, ჩვენს სივრცეს ეკუთვნით. ასეთი რაღაცის გაუქმება ძალიან მარტივია, მაგრამ ძალიან რთული იქნება, პრაქტიკულად შეუძლებელი ამის თავიდან აღდგენა. მე ვშიშობ, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმით ჩვენ იმ ხალხია წისქვილზე დავასხამდით წყალს, ვინც არ არის დაინტერესებული საქართველო ევროპის ნაწილი გახდეს“, – აღნიშნა კნუტ  აბრაჰამმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი