ლევან ნიკოლეიშვილი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 100 მილიონით გაზრდაზე: რაც არ უნდა ილაპარაკონ, რომ დახმარებას გვიწყვეტენ და დავიღუპებით, ფაქტები სხვა რამეს გვეუბნება - ვინც არის დაინტერესებული თავდაცვის გაძლიერებით, ფაქტი სახეზეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
378 11 ივლისი 2024, 15:57

ექსპერტი, საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 100 მილიონი ლარით გაიზარდა.

მისი თქმით, რაც არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ უცხოური ფინანსური დახმარების შეწყვეტით ქვეყანა იღუპება, ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. ექსპერტი აღნიშნავს, რომ რეალურად, ქართული ჯარისთვის დახმარების შეწყვეტა იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს თავდაცვა და უსაფრთხოება არავის აინტერესებს და უცხოური ფინანსური დახმარებები, რომელსაც თან ვალდებულებები ახლავს, მხოლოდ ქვეყნის მძევლად აყვანის საშუალება იყო.

"რაც არ უნდა ილაპარაკონ (იტლიკინონ), რომ თურმე დახმარებას გვიწყვეტენ და დავიღუპებითო, ფაქტები სხვა რამეს გვეუბნება. ჯერ ერთი ეს არის ინდიკატორი, რომ ჩვენი თავდაცვა და უსაფრთხოება რეალურად არავის აინტერესებს-ე.ი. ეს უცხოური ფინანსური დახმარებები, თავისი ახალი ვალდებულებების აკიდებით ჩვენი ქვეყნის მძევლად აყვანის საშუალება იყო. რეალურად კი ვინც არის დაინტერესებული ჩვენი თავდაცვის გაძლიერებით აქაც ფაქტი სახეზეა." - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი