ზაალ ანჯაფარიძე-უზრა ზეიას და მისნაირების ლოგიკით გამოდის, რომ აშშ-ს და ევროპის მიერ მხარდაჭერილმა და დაფინანსებულმა სუბიექტებმა აქ რომ ყველაფერი დააქციონ, მაინც ხელშეუხებელნი უნდა დარჩნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
416 13 ივლისი 2024, 13:33
ზაალ ანჯაფარიძე- ქვეყანაში შეუფერხებლად მაუწყებლობს მინიმუმ 4 ოპოზიციური ტელეარხი, 10-ზე მეტი ოპოზიციური ინტერნეტ რესურსი და როდესაც აშშ-ს ემისარი აქ დემოკრატიიდან გადახვევაზე საუბრობს, პოლიტიკისგან შორს მდგომი ადამიანიც კი მიხვდება თუ რა განზრახვები დგას ამის უკან “ყურადღებით გავეცანი ამ დღეებში აქ მყოფი აშშ-ს მორიგი ემისარის უზრა ზეას ყველა განცხადებას და ინტერვიუს. ვერ დამალა საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, თუმცა ამტკიცებდა, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას აშშ მხარს არ უჭერსო - რაც არის უბრალოდ ტყუილი.”- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. ანალიტიკოსის თქმით, ქვეყანაში შეუფერხებლად მაუწყებლობს მინიმუმ 4 ოპოზიციური ტელეარხი, 10-ზე მეტი ოპოზიციური ინტერნეტ რესურსი და როდესაც აშშ-ს ემისარი აქ დემოკრატიიდან გადახვევაზე საუბრობს, პოლიტიკისგან შორს მდგომი ადამიანიც კი მიხვდება თუ რა განზრახვები დგას ამის უკან. “ყურადღებით გავეცანი ამ დღეებში აქ მყოფი აშშ-ს მორიგი ემისარის უზრა ზეას ყველა განცხადებას და ინტერვიუს. მუდმივად, თუთიყუშივით იმეორებდა "საქართველოს ანტი-დემოკრატიულ ტრაექტორიაზე," "სამოქალაქო აქტივისტების და მედიის შევიწროებაზე" და ა.შ. ვერ დამალა საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, თუმცა ამტკიცებდა, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას აშშ მხარს არ უჭერსო - რაც არის უბრალოდ ტყუილი. უზრა ზეიას და მისნაირების ლოგიკით გამოდის, რომ აშშ-ს და ევროპის მიერ მხარდაჭერილმა და დაფინანსებულმა სუბიექტებმა აქ რომ ყველაფერი დააქციონ, მაინც ხელშეუხებელნი უნდა დარჩნენ. და მათი ხელშეუხებლობა თურმე არის აქ დემოკრატიის საზომი. სხვა დასკვნის გამოტანა მისი განცხადებებიდან შეუძლებელია. როგორია სინამდვილე? ქვეყანაში შეუფერხებლად მაუწყებლობს მინიმუმ 4 ოპოზიციური ტელეარხი, 10-ზე მეტი ოპოზიციური ინტერნეტ რესურსი და ა.შ. დანარჩენს არ ჩამოვყვები. და როდესაც აშშ-ს ემისარი აქ დემოკრატიიდან გადახვევაზე საუბრობს, პოლიტიკისგან შორს მდგომი ადამიანიც კი მიხვდება თუ რა განზრახვები დგას ამის უკან. მათ რეალიზებას ჩვენ უკვე ვხედავთ”- წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი