BBC კრუკსის ფოტოს აქვეყნებს - რა არის ცნობილი ტრამპის თავდამსხმელზე და იარაღზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
342 14 ივლისი 2024, 18:31
ამერიკის პრეზიდენტზე მომხდარი თავდასხმის შესახებ, ჯერჯერობით ცნობილია ის, რომ FBI-მ ტრამპზე თავდამსხმელად 20 წლის ტომას მეთიუ კრუკსი დაასახელა.

რა არის ცნობილი ტრამპის თავდამსხმელზე და იარაღზე, რომელიც მან გამოიყენა.

BBC-ის ინფორმაციით, ის მოხუცთა სახლის სამზარეულოში მუშაობდა.

 BBC წერს, რომ ბეთელ პარკის საშუალო სკოლა 2022 წელს დაამთავრა.

იარაღი, რომელიც თავდასხმის დროს გამოიყენა, სავარაუდოდ, მამამისმა შეიძინა, - აცხადებს  Associated Press.

იარაღი სულ მცირე ექვსი თვის წინ არის შეძენილი და ის AR-ის ტიპს წარმოადგენს, - წერს AP.

FBI ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი, ბეთელ პარკიდან, პენსილვანიიდან იყო.

 მანქანასა და სახლში ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩნდა, - ასეთია CNN-ის ინფორმაცია.

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის, თომას მეთიუ კრუკსის სახლში "საეჭვო მოწყობილობა" იპოვეს, - ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

FBI-მ მანამდე განაცხადა, რომ მეთიუ კრუკსის ავტომობილში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა ორივე მოწყობილობა უსაფრთხოდ გამოიტანეს და ამჟამად ლაბორატორიაში გამოკვლევა უტარდება.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, სროლის მოტივი, ჯერჯერობით, არ დაუდგენია, მაგრამ მუშაობს მოვლენების თანმიმდევრობის და იმის დასადგენად, თუ სად გადაადგილდებოდა მსროლელი მანამ, სანამ მან სროლა განახორციელა.


 FBI-ის ინფორმაციით, კრუკსმა ცეცხლი გახსნა, როდესაც აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა ამომრჩევლებს ბატლერში, პენსილვანიაში. თავდასხმის შედეგად შედეგადაც  აუდიტორიის ერთი წევრი დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა.
ოფიციალური პირების თქმით, 20 წლის ბიჭი შემთხვევის ადგილზე მოკლეს საიდუმლო სამსახურის სნაიპერებმა.

FBI-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ კრუკსი იყო ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე „სუბიექტი“ და რომ აქტიური გამოძიება მიმდინარეობს.

FBI-ი კრუქსის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელსაც BBC ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი