დავით ჩიხელიძე პრეზიდენტის სარჩელზე გამჭვირვალობის კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით: სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია არაერთგზის დაარღვია, ასევე, პირველი პრეზიდენტია, რომელიც გამჭვირვალობაზე ამბობს, რომ უკანონოა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
391 16 ივლისი 2024, 12:53

„არ ვიცი, რა ვალდებულებები აქვს უცხოელ პარტნიორებთან, მაგრამ ფაქტია სალომე ზურაბიშვილი უცხოელი დამკვეთების დავალებას შესრულებას, პირადი რეპუტაციის შელახვის ფასად ცდილობს. რაც ცალსახად ნიშნავს, რომ საქმე იმაზე დიდ გლობალურ პროცესებთან გვაქვს, რომელიც აქამდე წარმოგვედგინა“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე პრეზიდენტის სარჩელზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა.

ექსპერტის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია მოახდინა, ახლა კი სიმართლის დასადგენად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მისივე თქმით, რაც შეეხება სარჩელის თემას და მის პერსპექტივას, გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს, გამჭვირვალობა ქართველი ხალხის დაკვეთა არის, რომელიც აუცილებლად შესრულდება.

„უცნაური ქალია ჩვენი პრეზიდენტი, ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია მოახდინა, ახლა კი სიმართლის დასადგენად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ შევიდა. საქმე ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, პრეზიდენტი კანონის შეჩერებას და საბოლოო გაუქმებას მოითხოვს. სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, რომელმაც მსოფლიოს ორი პრეცედენტი აჩუქა, პირველი პრეზიდენტია, რომელსაც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია არაერთგზის დაარღვია, ასევე პირველი პრეზიდენტია, რომელიც გამჭვირვალობაზე ამბობს, რომ უკანონოა. არ ვიცი რა ვალდებულებები აქვს უცხოელ პარტნიორებთან, მაგრამ ფაქტია სალომე ზურაბიშვილი უცხოელი დამკვეთების დავალებას შესრულებას, პირადი რეპუტაციის შელახვის ფასად ცდილობს. რაც ცალსახად ნიშნავს, რომ საქმე იმაზე დიდ გლობალურ პროცესებთან გვაქვს, რომელიც აქამდე წარმოგვედგინა. რაც შეეხება სარჩელის თემას და მის პერსპექტივას, გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს, გამჭვირვალობა ქართველი ხალხის დაკვეთა არის, რომელიც აუცილებლად შესრულდება, სარჩელის შეტანით ერთადერთი ადამიანი, სალომე ზურაბიშვილი დაზიანდება, რომელსაც ისედაც არ არსებული რეიტინგი კიდევ მეტად შეუმცირდება“, - წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი