დავით ქართველიშვილი ჟურნალ Compact-ის დახურვაზე: განხორციელდა ოპერაცია „იმედი-2007“-ის გერმანული, უფრო სწორად, ლიბერალ-ფაშისტური ვარიანტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
351 16 ივლისი 2024, 18:51

„გრძელდება ლიბერალური ფაშიზმის შეტევა თავისუფლებაზე, აზროვნების და სიტყვის გამოხატვის უფლებაზე, სიმართლეზე, სამართლიანობაზე - ამჯერად გერმანიაში,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჟურნალ Compact-ის დახურვას ეხმიანება.

მისივე თქმით, ჟურნალ Compact-ი იგივე ძალებმა დახურეს, რომლებმაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაზე უარი უთხრეს და თანხა ლიბერალური ფაშიზმის ქართულ ოფისებში გადაამისამართეს.

„გრძელდება ლიბერალური ფაშიზმის შეტევა თავისუფლებაზე, აზროვნების და სიტყვის გამოხატვის უფლებაზე, სიმართლეზე, სამართლიანობაზე - ამჯერად გერმანიაში. გამოყენებული იარაღი - ტოქსიკური „ევროკავშირის ფასეულობებია“, რომელთა კრიტიკა „დეზინფორმაციასთან“ არის გაიგივებული და რომლის არსს წარმოადგენენ: ცილისწამება, უსამართლობა, მონობა, სიცრუე და რეალობის გაუკუღმართებული აღქმები. მოკლედ, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკრძალა და დახურა ჟურნალი Compact-ი, ცნო რა მისი შინაარსის „ანტიკონსტიტუციურობა“, „მემარჯვენე ექსტრემიზმი“ და „რუსეთის მთავრობის დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება“. ამ ჟურნალის შვიდი უკანასკნელი ნომრის გარეკანზე გამოტანილი სახელწოდებები კი ასე ჟღერს:


უფლება დევნილობაზე - ეს ბომბაა. როგორ დავიხსნათ თავი?


სამხედრო დამნაშავეები. როგორ გეგმავდნენ გერმანელი გენერლები რუსეთზე თავდასხმას


ცხელი შემოდგომა. რატომ ეშინია მთავრობას საკუთარი ხალხის?


კრიმინალები ხელისუფლებაში. RKI-ს ფაილები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია


ახალი ფაშიზმი. მემარცხენე სახელმწიფო გზაშია?


ხალხის აგენტი. როგორ გამოჰყავთ პატრიოტები ქვეყნის მოღალატეებად


საუკეთესო კანცლერი. კანდიდატი მემარცხენეებისთვის და მემარჯვენეებისთვის? დღეიდან ეს ჟურნალი აღარ არსებობს, მის რედაქციაში ჩატარდა ჩხრეკა.

განხორციელდა ოპერაცია „იმედი-2007“-ის გერმანული, უფრო სწორად, ლიბერალ-ფაშისტური ვარიანტი. იგივე ძალებმა უთხრეს უარი ოკუპირებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაზე და იგივე ძალებმა გადაამისამართეს აღნიშნული თანხები ლიბერალური ფაშიზმის ქართულ ოფისებში, მათ შორის „ევროკავშირის ღირებულებების“ მატარებელ პარტიულ მედიებში. სამაგიეროდ საკუთარ „თავისუფალ“ და „დემოკრატიულ“ გარემოში იქცევიან ზუსტად ისევე, როგორი ქცევათა ნორმებით დააინფიცირეს უკრაინა და მოლდოვა. ზუსტად ამიტომ „ასწრებენ“ ისინი თავისუფალ და სუვერენულ საქართველოს მონობისა და ვასალობისკენ მიმავალ გზაზე,“ - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი