შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ ვესწრაფვით მხოლოდ და ოღონდ წევრობას, ჩვენ გვინდა წელგამართული შევიდეთ ამ ერთა კავშირში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
161 16 ივლისი 2024, 23:57
ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა რა არის მისი ევროპული გზა. ეს არის ევროპა. ჩვენ, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედები, თავად ვართ ევროპა,’’ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩვენ გვინდა წელგამართული შევიდეთ ამ ერთა კავშირში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. შევიდეთ ჩვენი უნიკალური როლით, ჩვენი ეროვნული ფუნქციით.

,,ყველა ქვეყანამ თავისი უნიკალური გზა გაიარა ევროკავშირისკენ, იმიტომ რომ ყველა თავისი უნიკალური ისტორიული გამოცდილებით, მომავლის ხედვით და ფუნქციით შედის ამ კავშირში. დღესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნები სხვადასხვა გამოცდილებას, გამოცდას, განსაცდელსაც კი გადიან. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა რა არის მისი ევროპული გზა. პირველი, ეს არის ევროპა. ჩვენ, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედები, თავად ვართ ევროპა. ამ მხრივ ჩვენი ევროპული გზა ნიშნავს ქართული, ანუ ევროპული კულტურის, ტრადიციების და ღირებულებების შენარჩუნებას და მათ განვითარებაში თანამონაწილეობას.

მეორე, ეს არის ევროკავშირი როგორც ევროპელ ხალხთა გაერთიანება. ჩვენ არ ვესწრაფვით მხოლოდ და ოღონდ წევრობას, ჩვენ გვინდა წელგამართული შევიდეთ ამ ერთა კავშირში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. შევიდეთ ჩვენი უნიკალური როლით, ჩვენი ეროვნული ფუნქციით, რომელიც სამწუხაროდ არაერთხელ დაგვიკარგავს. ჩვენ გვინდა გავამდიდროთ და გავაძლიეროთ ევროკავშირი კულტურულად და ეკონომიკურად, და არა უბრალოდ შევერიოთ მას,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი