თამარ ჩიბურდანიძე: ისეთ დღეშია ოპოზიცია უცხოელი ლობისტების რეპუტაციული განადგურებით, რომ ესენი არჩევნებამდე გაიქცევიან ქვეყნიდან. ამის საშუალება კი, არ უნდა მივცეთ, მათ სასამართლო ელით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
433 20 ივლისი 2024, 16:22

როგორი სამართლიანია უფალი, ყველას თავის სახელს არქმევს და თუკი ვინმეს კიდევ რჩება კითხვები დასავლეთის დღევანდელი პოლიტიკის უსამართლობაზე, მალე პასუხებს თავად უცხოეთიდან გაიგებს, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკელი სენატორის რობერტ მენენდესის უცხოური გავლენის აგენტად გამოცხადებას.

როგორც ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს, საზოგადოება მიხვდება, თუ რა გადაიტანა ხელისუფლებამ მთელი ამ წლების განმავლობაში და როგორ წნეხს გაუძლო.

თამარ ჩიბურდანიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ქართული ოპოზიცია ლობისტების რეპუტაციული განადგურებით, არჩევნებამდეც ვერ მიაღწევს და ქვეყნიდან გაქცევას შეეცდება, რისი შესაძლებლობაც მას არ უნდა მიეცეს.

„ყოველდღე ვიგებთ ოპოზიციისთვის მომაკვდინებელ ინფორმაციას, მათი უცხოელი ლობისტი პოლიტიკოსების აგენტობის, კორუფციის თუ სხვა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ბობ მენენდესი უცხოელ აგენტად გამოცხადდა და სასამართლომ ქრთამის აღების 16 ეპიზოდში დამნაშავედ ცნო.

ეს ის სენატორია, საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიის დაქცევაში რომ სდებდა ბრალს და სამართალს უწუნებდა. როგორი სამართლიანია უფალი, ყველას თავის სახელს არქმევს და თუკი ვინმეს კიდევ რჩება კითხვები დასავლეთის დღევანდელი პოლიტიკის უსამართლობაზე, მალე პასუხებს თავად უცხოეთიდან გაიგებს. მიხვდება იმასაც, თუ რა გადაიტანა ხელისუფლებამ მთელი ამ წლების განმავლობაში და რას გაუძლო.

ისეთ დღეშია ოპოზიცია უცხოელი ლობისტების რეპუტაციული განადგურებით, რომ ისინი არჩევნებამდე გაიქცევიან ქვეყნიდან. ამის საშუალება კი, არ უნდა მივცეთ, მათ სასამართლო ელით. ქართველ ხალხთან პასუხების გაცემა მოუწევთ არა მარტო წარსულზე, აგვისტოს ომზე ან სხვა დანაშაულებზე, არამედ, იმ მოღალატეობრივ ქმედებაზეც, რითაც სურდათ საქართველოს ჩართვა ამ გამანადგურებელ და უპერსპექტივო ომში. ეს იქნებოდა ჩვენი ქვეყნის აღსასრული. ყველა მოღალატემ პასუხი უნდა აგოს ქვეყნის წინაშე!” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი