დიმიტრი ხუნდაძე: მატყუარა ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და ქალაქ მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარღვევად გაასაღოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
408 20 ივლისი 2024, 22:40
ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ ცილისმწამებლურ სიუჟეტს, სადაც საუბარია, თითქოს სახელმწიფომ ხუნდაძეს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა მიწა მცხეთის რაიონში. სინამდვილეში, ხუნდაძის განცხადებით, მას მცხეთის შემოგარენში არსებული ხსენებული მიწა სახელმწიფომ გადასცა მცხეთის ცენტრში არსებული მისი საკუთრების სანაცვლოდ, ადგილმონაცვლების პრინციპით, კანონმდებლობის სრული დაცვით. 

„მატყუარა ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და ქალაქ მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარღვევად გაასაღოს. 2009 - 2010 წლებში, ნაც.მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მოსახლეობაზე (დაახლოებით 80 ოჯახზე), რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი მეც გახლდით, აუქციონის წესით, მიყიდულ იქნა სასახლკარე ნაკვეთები. ის უშუალოდ ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ნაწილში მდებარეობდა. 

აღნიშნული ფართები საცხოვრებლად დაუშვებლად მიიჩნია იუნესკომ, რაც წლების მანძილზე გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა. მოსახლეობა მოტყუებული აღმოჩნდა. დარგის სპეციალისტების მოთხოვნით, შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით მცხეთელებისთვის სანაცვლოდ ქალაქის განაპირა ზოლის ნაწილი შეირჩა, რომელიც ისტორიულ - არქეოლოგიურ ნაწილს არ წარმოადგენს და ეკუთვნის განაშენიანების რეგულირების ზონას. ეს არ არის თავდაცვის უწყების ტერიტორია. მიუხედავად ჩემი არაერთი შეთავაზებისა, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნიდან (მიმდინარე წლის 8 თებერვალს) მესაკუთრეთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ უარს აცხადებს ადგილმონაცვლეობაზე,რადგან ისინი ქალაქის ცენტრში ამჯობინებენ ყოფნას, ზოგმა კი ამ შეთავაზების გამოყენება უკვე დაიწყო. 

დიახ, მე გახლდით ინიციატორი, რომ ადგილმონაცვლეობის საშუალება გაგვეჩინა მოსახლეობისთვის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სასარგებლოდ, საკუთრების სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცესშიც ერთ-ერთი პირველი მაგალითის მიმცემიც თავად ვყოფილიყავი. სახელმწიფოს, ფულადი ანაზღაურების გარეშე, დავუბრუნეთ ქალაქის ცენტრში კუთვნილი ქონება. მატყუარა ტელევიზია ამაზე ბუნდოვნად საუბრობს. 25 წლის წინ შეძენილი და ახლა დაბრუნებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, სახელმწიფომ ქალაქის განაპირა ზოლში, უსასყიდლოდ გადმოგვცა შედარებით ნაკლებად ღირებული, ქონების თანაწონადობის პრინციპის გათვალისწინებით, მიწის ფართები. რაც შეეხება მცხეთელებზე ჩემს დახმარებას, დიახ, მე დავეხმარე ჩემს ნაცნობსაც, უცნობსაც „სუსის ახლობელსაც” სასულიერო პირსაც, ექიმსაც და დავეხმარები ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კანონიერი გზით ეკუთვნის ამ პროცესში მონაწილეობა. კანონიერი დახმარება ჩემი პირდაპირი ვალდებულებაა. 

ასევე, პირადად ვმუშაობ სხვა ალტერნატივაზეც და გენგეგმის შემუშავებაზეც, რომ მორატორიუმი, რომელიც მოსახლეობას დღემდე მძიმე ტვირთად აწევს, წლის ბოლომდე, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. გენგეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი საკრებულოს მიერ უკვე დამტკიცებულია და შემდეგი ეტაპებიც მალე დასრულდება. ქალაქისა და მოსახლეობის ინტერესებს კი, ვისგანაც არ უნდა იყოს ის დასაცავი, ყოველთვის დავიცავ. მატყუარა ტელევიზიის მიერ გაშვებული სიუჟეტი კი წინასაარჩევნოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და მეტს არაფერს. მცხეთის მოსახლეობას კი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ისარგებლონ ახლა ამ შესაძლებლობით. მალე შემოთავაზებული იქნება სხვა ალტერნატივებიც.“ - წერს ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი