ედიშერ გვენეტაძე გიორგი ვაშაძეზე: აი ეს არის ამ ცრუპენტელა-ტროცკისტ-უსამშობლოს ნამდვილი სახე, რომელიც ახლო წარსულში ყოველ წამს იძახდა ჩაკეტეთ საზღვრები რუსეთთან, დაუპირისპირდით რუს ტურისტებს, ხმა არ გასცეთ, ამ დროს კი რუსი ტურისტები ოჯახში მდგმურებად ჰყავდა და ჯიბეებს ისქელებდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
347 23 ივლისი 2024, 12:21
აი ეს არის ამ ცრუპენტელა-ტროცკისტ-უსამშობლოს ნამდვილი სახე, რომელიც ახლო წარსულში ყოველ წამს იძახდა ჩაკეტეთ საზღვრები რუსეთთან, დაუპირისპირდით რუს ტურისტებს, ხმა არ გასცეთ... ამ დროს კი რუსი ტურისტები ოჯახში მდგმურებად ჰყავდა და ჯიბეებს ისქელებდა! - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ არასდროს იყო სანქციების დაწესების მომხრე.
გვენეტაძე აღნიშნავს, რომ გიორგი ვაშაძე აპროტესტებდა რუსეთთან ავიაფრენების აღდგენას და ახლა კი უსირცხვილოდ იძახის - მე როდის ვიყავი სანქციების დაწესების მომხრეო.
„აი ეს არის ამ ცრუპენტელა-ტროცკისტ-უსამშობლოს ნამდვილი სახე, რომელიც ახლო წარსულში ყოველ წამს იძახდა ჩაკეტეთ საზღვრები რუსეთთან. დაუპირისპირდით რუს ტურისტებს, ხმა არ გასცეთ... ამ დროს კი რუსი ტურისტები ოჯახში მდგმურებად ჰყავდა და ჯიბეებს ისქელებდა! ეს არის სახე იმ შუბლძარღვგაწყვეტილის, რომელიც ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა რატომ აღდგა ავიაფრენები რუსეთთანო! ეს არის სახე იმ კოლაბორაციონისტის, რომელიც აშშ-დან ჩამოსვლის შემდეგ ბღაოდა. ვაშინგტონში გადაწყვეტილია საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო! ეს სამშობლოს სიყვარულზე აცრილი დარბოდა ბრიუსელის დერეფნებში, უსაფრდებოდა ტუალეტებთან ევროდეპუტატებს და მუხლებდაჩოქილი სთხოვდა არ მისცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსიო! ეს უსამშობლო ხაოდა საქართველოდან სანქცირებული საქონელი გადის რუსეთშიო! ეს კლასიკური ტიპის ყორღანაშვილი ყიოდა დაუწესეთ საქართველოს სანქციები! ახლა კი უსირცხვილოდ იძახის ეგ შუბლისძარღვის გარეშე დაბადებული -" მე როდის ვიყავი სანქციების დაწესების მომხრეო!" რას ვიზამთ ასეთია უსამშობლო, ყორღანაშვილ-ბერბიჭაშვილ-ნეოტროცკისტ ჭიჭიკო ვაშაძის საშინელი ხვედრი!“, - წერს გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი