დავით ქართველიშვილი: რადიკალები ერთმანეთს ასწრებენ უკვდავი „მიმინოს" იმ ეპიზოდის „რიმეიკში", სადაც ბრალდებული მიზანდარის მეგობარი, ხაჩიკიანი, სასამართლოში დაკითხვისას, ყოველი მომდევნო ჩვენებით ძირავს თავის ძმაკაცს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
392 23 ივლისი 2024, 12:40
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ქართულ რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ირონიული პოსტით ეხმაურება.
დავით ქართველიშვილი ხაზს უსვამს ოპოზიციონერთა ორმაგ სტანდარტებზე, რომელიც მათ მიერ საგარეო პოლიტიკის მიმართაც გამოიხატება.
„ერთმანეთს ასწრებენ უკვდავი კინოშედევრის „მიმინოს" იმ ეპიზოდის „რიმეიკში", სადაც ბრალდებული ვალიკო მიზანდარის მეგობარი, რუბიკ ხაჩიკიანი, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, ყოველი მომდევნო ჩვენებით ძირავს თავის ძმაკაცს. ჰქონდა ბრალდებულს პირადი სიძულვილი დაზარელებულის მიმართ? - ეკითხება პროკურორი. - კიო, ისეთ პირად სიძულვილს გრძნობდაო, რომ „даже" საჭმელსაც არ ეკარებოდა. - ანუ, იცნობდაო? - არ ეშვებოდა პროკურორი. - ვაჰ, ეს ინჩეს ასუმ, - უკვირდა ვართანოვიჩს - საიდან იცნობდაო, პირველად ვხედავო. მაგრამ ჭაღი გაუტეხაო, არა - ეგ კი, რატომ უნდა უარვყო, წასვლისას „შემთხვევით" სკამით გამოჰკრაო... იმავე „რიმეიკებით" დაკავებულია დღეს ნიკა „ახალი" გვარამია, რომელსაც არც ღვინოში აღარ მოუშარდავს თურმე და არც ქართველი მშრომელი კაცის მიერ რუსეთში ვაშლის გატანა გაუპროტესტებია. დღეს ბაღ-ვენახში დარბის და გლეხების გასაგონად - "არისტაფან, არისტაფან! გეხუმრე კაცოს!“ ბღავის და მეტი დამაჯერებლობისთვის, რუსეთის ბაზრის შესახებ „я люблю тебя Россия"-ს მღერის. ხოლო, როგორ „გაუხარდათ" ტრამპის გადარჩენა ნაცებს და მათ ახალ „თავმჯდომარე" თიკა ბოკუჩავას, ეს უკვე ერთდროულად ორი ფილმის „რიმეიკია". შეძახილით - „აქამდე ერთი-ორი ტრამპი არ უნდა გვყოლოდა" და „მე ყოველთვის ვამბობდი - ერთი-ორი ტრამპი აუცილებლად უნდა გვყოლოდა-მეთქი", ბოკუჩავამ რესპუბლიკელთა ყრილობაშიც კი მიიღო მონაწილეობა, სადაც ამერიკელების ყურადღება მიიპყრო ხმამაღალი შეძახილებით: "ბაიდენს რააა???" მოკლედ... გულისამრევია ეს ყველაფერი. განსაკუთრებით, საკუთარი მოსახლეობის დემენციით დაავადებული ოლიგოფრენებად წარმოჩენის მცდელობა. "ზამთარში! ზამთარში!" - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი