ვლადიმერ ბოჟაძე: „ერთიანი ტერორისტული (ნაციონალური) მოძრაობა“ ოპოზიციაშიც არ ცვლის ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდებს, უკრაინაში გაქცეული კრიმინალები გეგმავენ და აფინანსებენ საქართველოში არეულობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
393 24 ივლისი 2024, 12:57
„ერთიანი ტერორისტული (ნაციონალური) მოძრაობა“ ოპოზიციაშიც არ ცვლის ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდებს. დემოკრატიულ სამყაროში პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, თუმცა სისხლიანი რეჟიმის ლიდერები ხელისუფლებაში დაბრუნებას არეულობის, დესტაბილიზაციის, სახელმწიფო გადატრიალების და ტერორისტული აქტების მოწყობით ცდილობენ“, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, უკრაინაში გაქცეული კრიმინალები გეგმავენ და აფინანსებენ საქართველოში არეულობას, რაც შიდა და გარე მტრების მიზანია, თუმცა, ამას სახელმწიფო და ხალხი არ დაუშვებს.

„ერთიანი ტერორისტული (ნაციონალური) მოძრაობა ოპოზიციაშიც არ ცვლის ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდებს. დემოკრატიულ სამყაროში პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, თუმცა სისხლიანი რეჟიმის ლიდერები ხელისუფლებაში დაბრუნებას არეულობის, დესტაბილიზაციის, სახელმწიფო გადატრიალების და ტერორისტული აქტების მოწყობით ცდილობენ. უკრაინაში გაქცეული კრიმინალები გეგმავენ და აფინანსებენ საქართველოში არეულობას, რასაც უნდა მოჰყვეს სისხლიანი რევოლუცია და რუსეთ-უკრაინის ომში ჩვენი ქვეყნის ჩართვა, სწორედ ეს არის შიდა და გარე მტრების მიზანი, თუმცა ამას არც სახელმწიფო და არც ქართველი ხალხი არ დაუშვებს. ,,ქართული ოცნება" ყველანაირი ზეწოლის და მუქარის მიუხედავად დაიცავს მშვიდობას და სტაბილურობას, გააგრძელებს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას!“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი