ირაკლი ლატარია: ნაცები არიან საქართველოს მტრები და არანაკლებნი არიან ზელენსკის მიმდევარნი, რომლებიც აქედან გაქცეულებს უკრაინაში აძლევენ ხელშეუხებლობას, ნიშნავენ თანამდებობებზე და ამზადებინებენ ყველაფერს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
456 24 ივლისი 2024, 13:52

სუს-ის განცხადებას მოვუსმინე და არა რა, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებაში რომ საქართველოს მტრობენ, ასეთი მტრობა მართლა არ მახსოვს არასოდეს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სუსი იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

ლატარიას თქმით, ნაცები არიან საქართველოს მტრები და არანაკლებნი არიან ზელენსკის მიმდევარნი, რომლებიც აქედან გაქცეულებს უკრაინაში აძლევენ ხელშეუხებლობას, ნიშნავენ თანამდებობებზე და ამზადებინებენ ყველაფერს, რათა შემდეგ საქართველოში მოაწყონ მკვლელობები, არეულობები და ა.შ.

„სუს-ის განცხადებას მოვუსმინე და არა რა, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებაში რომ საქართველოს მტრობენ, ასეთი მტრობა მართლა არ მახსოვს არასოდეს. ნაცები ხომ არიან და არიან ჩემი ქვეყნის მტრები და ქართველთმოძულენი? და არანაკლებნი არიან ზელენსკის მიმდევარნი... წარმოგიდგენიათ რა ხდება? აქედან გაქცეულებს უკრაინაში აძლევენ ხელშეუხებლობას, ნიშნავენ თანამდებობებზე და ამზადებინებენ ყველაფერს, რათა შემდეგ საქართველოში მოაწყონ მკვლელობები, არეულობები...
ყველა მათგანი ცალ ცალკე უნდა ჩამოათრიონ აქეთ და სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯოს ქართულმა სასამართლომ...
ეს მანიაკები ესენი.. სამშობლოს მტრები და ქვეყნის მოღალატეები“, - წერს ირაკლი ლატარია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი