ვატო შაქარიშვილი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე: „დრეგქუინების”, სატანისტების და გეების შაბაში იყო გუშინ და არა ყველაზე დიდი სპორტული მოვლენის გახსნა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
407 27 ივლისი 2024, 16:40

ოლიმპიადის გახსნა იყო დემონსტრირება, რომ ეშმაკი დაეპატრონა ევროპას! პირდაპირი დასტური იყო იმისა, რომ LGBT იდეოლოგიით ხდება ქრისტიანობის ჩანაცვლება! - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, გუშინდელი ცერემონია არა ყველაზე დიდი სპორტული მოვლენის გახსნა, არამედ ლგბტ თემის წარმომადგენელთა „შაბაში” იყო.

„წყალსაც წაუღია სპორტი და სპორტსმენებიო… ოლიმპიადის გახსნა იყო დემონსტრირება, რომ ეშმაკი დაეპატრონა ევროპას! პირდაპირი დასტური იყო იმისა, რომ LGBT იდეოლოგიით ხდება ქრისტიანობის ჩანაცვლება! დრეგქუინების, სატანისტების და გეების შაბაში იყო გუშინ და არა ყველაზე დიდი სპორტული მოვლენის გახსნა! მაგრამ ის თითოეული ნავი, ნოეს კიდობანი იყო, იმედი, რომ კაცობრიობა გადარჩება! დღევანდელი ევროპა კი, უკვე დაღუპულია!!!” - წერს შაქარიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი