დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ტიპს მომაკვდავი გიჟი ეძახე და „ფორმულას" კვლევებს ისე დააჯდა მისი „ოქტომბრის რევოლუციის" დეტალებში გაწერილი გეგმა, ვითარცა „ავრორას" გასროლა 107 წლის წინანდელ მოვლენებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
407 30 ივლისი 2024, 11:45

„მსოფლიო დონის დილემა - „ჯერ კვერცხი იყო თუ ქათამი?", ადგილობრივ დონეზე დღეს ასე ჟღერს: „ჯერ ოფშორმედიას კვლევები ჩატარდა, თუ სააკაშვილმა დაწერა თავისი უკანასკნელი მონოლოგი?“. მე უფრო მგონია, რომ ჯერ მონოლოგი დაწერა და მერე მოარგეს მას „ფორმულას რისერჩები". იმდენად გრძელი და უაზროა ეს მონოლოგი, მის ციტირებას აზრი არა აქვს (მსურველს მისი გაცნობა „ბელადის" კედელზე შეუძლია)“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა და „ფორმულას“ მიერ გავრცელებული წინასაარჩევნო კვლევები საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ნაცმოძრაობა“ სამუდამოდ უნდა დასრულდეს.


„ბავშვობა გამახსენდა - პაპაჩემს ქიზიყში ერთი „გრამოფონის" ფირფიტა ჰქონდა, სამედიცინო-მეცნიერული ჩანაწერით: „მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი", სადაც ამ მძიმე სენით დაავადებული პაციენტის მონოლოგი იყო ჩაწერილი. რატომღაც ხშირად ვუსმენდი ბავშვობაში - მიზიდავდა ეს ოხერი. რა ვიცოდი, რომ ოდესღაც „ვივამედელი“ დემენციური, დისტროფიული, შიზოფრენიული პაციენტის ტექსტების გარჩევაში დამეხმარებოდა. ტიპს მომაკვდავი გიჟი ეძახე და „ფორმულას" კვლევებს ისე დააჯდა მისი „ოქტომბრის რევოლუციის" დეტალებში გაწერილი გეგმა, ვითარცა „ავრორას" გასროლა 107 წლის წინანდელ მოვლენებს. სააკაშვილის ამ მონოლოგს ფირფიტაზე თუ არა, შესაბამისი სამედიცინო განხრის სახელმძღვანელოებში შევიტანდი სამკურნალო პრაქტიკაში უნიკალურ სასწავლო მასალად.


გარდა დამატებითი მოტივაციისა, თუ რატომ უნდა დავასრულოთ ესენი სამუდამოდ, სააკაშვილის „ოქტომბრის რევოლუციის" სცენარის წაკითხვის შემდეგ, მე დიდად არაფერი შემძენია. თვით მონოლოგის ტექსტი დაწერილია ხმის ჩამწერ ხელოვნებაში აპრობირებული ცნობილი ხერხის -„ბექმასკინგის" საუკეთესო ტრადიციებში, როდესაც ტექსტის საბოლოო ვარიანტის ნორმალური მიმართულებით მოსმენისას, მისი ხმოვანი შინაარსი უკუღმად ჟღერს და ეს მიზანმიმართულად კეთდება. „ბექმასკინგის" ილეთებით ცდილობენ დღეს რევოლუციური მუხტის წამოწევას, რეალობის განზრახ დამახინჯების გზით, სადაც თითოეული „ფაქტი" თუ მოწოდება უკუღმად უნდა იკითხებოდეს. „ოკუპანტურ" ენაზე ამ პროცესს - „უკანალის გავლით რაღაცის კეთება" ეწოდება, ხოლო ამ გზით განხორციელებულ რევოლუციასაც ამ ადგილიდან გამოყოფილი ნაყოფის შესაბამისი ეფექტი ექნება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი