დავით ჩიხელიძე: აუცილებელია, მოხდეს არჩევნების როგორც პროცესის დაცვა და ოპოზიციის რევოლუციური სცენარის შესახებ საზოგადოების ინფორმირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
401 30 ივლისი 2024, 12:19

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „აუცილებელია, მოხდეს არჩევნების როგორც პროცესის დაცვა და ოპოზიციის რევოლუციური სცენარის შესახებ საზოგადოების ინფორმირება“. 

„აუცილებელია, მოხდეს არჩევნების როგორც პროცესის დაცვა და ოპოზიციის რევოლუციური სცენარის შესახებ საზოგადოების ინფორმირება. გუშინ მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის ნამდვილი გეგმების შესახებ ისაუბრო, რომელიც არა არჩევნებს, არამედ მის შემდგომ პერიოდს უკავშირდება, სააკაშვილის განცხადებით, აუცილებელია მოხდეს პროცესების რადიკალიზაცია, რაც ქუჩაში დგომაში გამოიხატება, აქციები შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს..... აუცილებელია, მოხდეს არჩევნების როგორც პროცესის დაცვა და ოპოზიციის რევოლუციური სცენარის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

აღნიშნული კონსპირაციის თეორია არ გახლავთ, ეს არის ოპოზიციის რეალური გეგმა რასაც სააკაშვილი ადასტურებს. რამდენიმე დღის უკან ნიკა გვარამია ცესკოს მუშაობით აღფრთოვანებული გახდათ, მისი განცხადებით შეუძლებელია არჩევნების გაყალბება, ხმის მიცემის, დათვლის, ვერიფიკაციის აპარატები სრულიად გამართულია და გარე ჩარევისგან დაცული, რაც ხმის გაყალბებას გამორიცხავს, სააკაშვილი კი წინსწრებით აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბება მოხდება, რაც ნიშნავს, რომ ოპოზიციას კვლევის რეალური შედეგები აქვს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მათი ელექტორალური მხარდაჭერა კრიტიკულად დაბალია, არჩევნების გზით უმრავლესობით ვერ მოდის, რაც მათ გეგმებში არ შედის, შესაბამისად ოპოზიცია იწყებს გეგმა ბ-ზე მუშაობას, რაც არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას და აქციებს მოიცავს.

ოპოზიციის ყველა გეგმა მარცხისთვის არის განწირული, რადგან როგორც არჩევნების მოგებას, ასევე რევოლუციას ხალხის მხარდაჭერა სჭირდება, რაც ოპოზიციას არ გააჩნია. დღეს ხალხი და ოპოზიცია ერთმანეთისგან ისე შორის არის, როგორც არასდროს !“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი