გია აბაშიძე თეონა აქუბარდიაზე: მდარე ხარისხის პოპულისტური განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ მისი უნარ-ჩვევები ფსკერზეა, საინტერესოა, გიორგი ვაშაძე ჩასვამს „ნაცმოძრაობის“ სიაში, თუ აღარაა აქტუალური პოლიტიკოსი?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
417 30 ივლისი 2024, 15:20

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტი აშშ-თვის სილის გაწვნის ტოლფასია“, ეს იმ ფონზე, როდესაც ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჩავიდა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, ირანის ახალ პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა.

როგორც ანალიტიკოსი წერს, საინტერესოა, გიორგი (ჭიჭე) ვაშაძე ჩასვამს "ნაცმოძრაობის" სიაში, თუ აღარაა აქტუალური პოლიტიკოსი?

„რადიკალი ოპოზიციონერი თეონა აქუბარდია ფლობს მაგისტრის ხარისხს დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიაში. აშკარაა, რომ ტყუილად ისწავლა. მდარე ხარისხის პოპულისტური განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ მისი უნარ-ჩვევები ფსკერზეა. საინტერესოა, გიორგი (ჭიჭე) ვაშაძე ჩასვამს "ნაცმოძრაობის" სიაში, თუ აღარაა აქტუალური პოლიტიკოსი?“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი