დავით ქართველიშვილი: 30, 95 თუ კიდევ მეტი მილიონით ჩვენი „დასჯა" მხოლოდ დადებითად უნდა განვიხილოთ... ქვეყანა ვითარდება სწორი პოლიტიკური და ეკონომიკური კურსით და ეს არის ჩვენი გადარჩენის საწინდარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
393 02 აგვისტო 2024, 13:03
დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა „სულის მიყიდვისთვის" მორიგი შეჩერებული საფასური უკუვაგდოთ და ავინაზღაუროთ „დანაკლისი" საკუთარი ძალებით მოპოვებული ფინანსური შესაძლებლობებით," -  წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამით ეხმიანება ამერიკის შეერთებული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის შეჩერებასთან დაკავშირებით.  

დავით ქართველიშვილი იმ ძალისხმევაზეც საუბრობს, რაც  მმართველმა გუნდმა გაწია, როცა სიმართლის (აქ საუბარია „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ არაერთ კრიტიკულ განცხადებასა და წერილზე) ტირაჟირებით შეძლო ბოლო მოეღო კულუარული მმართველობისათვის, რასაც უცხოური ძალები აგენტურული ქსელის მეშვეობით წლების განმავლობაში ახორციელებდნენ. 

„და მაინც, ჩვენ ეს შევძელით. თავდაპირველად „ხალხის ძალის" თაოსნობით. რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის იმედით და მისი ძალით. ჩვენ გამოვიყვანეთ სიცრუისა და ფარისევლობის მანქანა იმ კომფორტული ზონიდან, საიდანაც ის კულუარულად მართავდა ამ ქვეყანას სწორედ რომ იმ არაფორმალური მმართველობით, რასაც მისთვის ჩვეული რეალობის გაუკუღმართებული წარმოსახვით, ასე ხშირად აბრალებდა მოქალაქეს, პიროვნებას, ქართველსა და ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილს.
არავის უთქვამს, რომ ამ ბოროტი ძალის კუდის უკანასკნელი მოქნევა უმტკივნეულო იქნებოდა, მაგრამ „ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია". ჩვენ აღმოვჩნდით ფასეულობათა „მსოფლიო ომის" ეპიცენტრში სწორედ იმ გლობალური იდეოლოგიური კრიზისის ფონზე, რომელიც ჩვენ თვალწინ არყევს დღეს კაცობრიობას და თავის მწვავე, სისხლიან ფაზაში გადასვლით იმუქრება. დიახ, ეს „ის არის", რასაც გაფრთხილებული უნდა შეხვედროდა მსოფლიო, მაგრამ თავისი ტოტალური ურწმუნოების გამო, როგორც ყოველთვის მოუმზადებელი ხვდება.
მაგრამ ყოველ „საგიჟეთში" თუნდაც ერთი ნორმალური და ჯანმრთელი კაცი აუცილებლად მოიძებნება (მაკმერფისა არ იყოს „გუგულის ბუდეში")  და დღეს ეს მისია ჩვენს გადარეულ სამყაროში სწორედ საქართველოს ეკისრება, ზუსტად ისე, როგორც ეს წმინდა მამებმა იწინასწარმეტყველეს. ამასთან შედარებით, 30, 95 თუ კიდევ მეტი მილიონით ჩვენი "დასჯა" მხოლოდ დადებითად უნდა განვიხილოთ, როგორ ჩვენი სულის მატერიალიზაციის მცდელობიდან თანდათანობითი გათავისუფლება.
ქვეყანა ვითარდება სწორი პოლიტიკური, ეკონომიკური, ეროვნული და უფლისკენ მიმავალი კურსით. ეს არის მთავარი და ჩვენი გადარჩენის საწინდარი. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა „სულის მიყიდვისთვის" მორიგი შეჩერებული საფასური უკუვაგდოთ და ავინაზღაუროთ „დანაკლისი" საკუთარი ძალებით მოპოვებული ფინანსური შესაძლებლობებით. 
დღეს საქართველო ღმერთის მიერ მიღებულ „ტალანტებს" აღარც ფლანგავს და აღარც მიწაში მარხავს, არამედ ამრავლებს მათ. და სანამ ამ შემართებას ჩვენი ხალხისა და ზეცის „სინერგია" წარმართავს, ჩვენ ვერავინ ვერ დაგვაჩოქებს. სწორედ ამას არ გვპატიობენ და თავის მოკლე ჭკუით - „გვსჯიან" -  წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი