დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა თემურ ალასანიას გეგმების ხორცშესხმა დააანონსა და საქართველოს მოსახლეობას არჩევნები უბრალოდ გაუუქმა - აღარ არის საჭირო, „ტექნიკური მთავრობების" მეშვეობით მოვახერხებთ ქვეყნის მართვასო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
387 06 აგვისტო 2024, 11:31

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომელზეც ზურაბიშვილმა ოპოზიციის წინასაარჩევნო გეგმებზე ისაუბრა.

დავით ქართველიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა თემურ ალასანიას გეგმების ხორცშესხმა დააანონსა და საქართველოს მოსახლეობას არჩევნები გაუუქმა.

„სიგიჟის თავისი კონცენტრაციით გუშინდელი დღე ნამდვილად დასამახსოვრებელია. ეს იყო ნაცების სამივე პრეზიდენტის ბენეფისი, სადაც მარგველაშვილს ჯერჯერობით ყველაზე პასიური როლი ერგო. თუმცა, ვაცადოთ მას „ზეიმიდან" გამოსვლა - „ედისონმა" ხომ ის საქართველოში ყველაზე პოპულარულ სამ ადამიანს შორის შეიყვანა, ამას კი გადახარშვა უნდა.

ტრადიციულად გაგვახარა ამ სამეულის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბიშვილმა, რომელმაც წარსულში თავისი მაგინებლებით გარშემორტყმულმა, მათივე მარგინალიზაციის პროცესი ახალ მწვერვალზე აიყვანა. სხვა უკეთესი არაფერი მოუგონა მათ წინასაარჩევნოდ, თუ არა თემურ ალასანიას გეგმების ხორცშესხმა. დანარჩენ საქართველოს კი მან უბრალოდ არჩევნები გაუუქმა, აღარ არისო საჭირო, ამიერიდან, რამენაირად, „ტექნიკური მთავრობების" მეშვეობით მოვახერხებთო ქვეყნის მართვას.

როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე იყო ამ სამეულს მიღმა დარჩენილი, ისედაც „ყველაზე საპატიოდ პოპულარული" სააკაშვილი. სიმართლე გითხრათ, დღის განმავლობაში ბანგლადეშიდან, მისთვის საიმედო ინფორმაციის მიღებისთანავე (იქაური პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის შტურმით აღება და ა.შ.), ველოდებოდი „საარჩევნო" ლოზუნგის კორექტირებას: „დროებით გადავდოთ ვენესუელა - დღეს გვინდა ბანგლადეში!".

მაგრამ, მეც ვცდები ხოლმე. დღის ბოლოს „გურუ ვივამედელმა" გაიხსენა ჯერ პინოჩეტი, მერე მილოშევიჩი და სულ ბოლოს, მალაიზიის რაჩაკის ხელისუფლება და მისი დამარცხება. მოკლედ, ოღონდ ისე არ იყოს, როგორც ეს „საქართველოს უნდა", რადგანაც ამ ფორმულით არანაირი შანსი არა აქვთ. უნდათ „მოლოტოვის კოქტეილი": ვენესუელა, ჩილე, იუგოსლავია, მალაიზია. ბანგლადეში ჯერ არ გახსენებია, მაგრამ ამასაც გააჟღერებენ...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი