მამუკა მდინარაძე: წლების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად ყველა 2008 წლის 8 აგვისტოს ასახელებდა. რამდენიმე წელია აგენტურულმა პარტიებმა და არა მხოლოდ მათ, შეცვალეს პოზიციაც და თარიღიც - 2008 წლის 7 აგვისტო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
390 07 აგვისტო 2024, 16:52

წლების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად ყველა 2008 წლის 8 აგვისტოს ასახელებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ რამდენიმე წელია აგენტურულმა პარტიებმა საქართველოში და სამწუხაროდ არა მხოლოდ მათ, შეცვალეს პოზიციაც და თარიღიც - 2008 წლის 7 აგვისტო.

„წლების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად ყველა 2008 წლის 8 აგვისტოს ასახელებდა.
რამდენიმე წელია აგენტურულმა პარტიებმა საქართველოში და სამწუხაროდ არა მხოლოდ მათ, შეცვალეს პოზიციაც და თარიღიც - 2008 წლის 7 აგვისტო.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა: საიდან, როგორ ან სად გაჩნდა პირველად ეს თარიღი?

2008 წლის 9-10 აგვისტოს დოკუმენტებში (იგულისხმება როგორც პრეზიდენტის, ასევე პარლამენტის გადაწყვეტილებები), რუსული ჯარების საქართველოში შემოსვლის დღედ 8 აგვისტო სახელდებოდა. 2 თვის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ “2008 წლის 7 აგვისტოს (!!!!!!!!!), საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან...”. იმავე რეზოლუციაში რუსეთის მოქმედება საპასუხო შეტევად იყო მოხსენიებული. ასევე ეწერა, რომ “განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიაზე, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა მიჩნეულ იქნას, როგორც ომის დანაშაულებები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას”.

რაც არ უნდა წარმოუდგენელი ყოფილიყო, ამ რეზოლუციას საქართველოს მაშინდელმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა!
შესაბამისად, პირველად, თარიღი - 7 აგვისტო, გაჩნდა ნაცმოძრაობის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში, რომლითაც მათ თავადვე შექმნეს მტკიცებულება და ბეჭედი დაუსვეს ღალატს, ქვეყნის გაყიდვას და ქართველი სამხედროების უდიდესი რისკის ქვეშ დაყენებას, რომ ისინი შეიძლებოდა გასამართლებულიყვნენ ომის დანაშაულისათვის!

მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვიგეთ ორივე პროცესი სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში და დავამტკიცეთ, რომ ქართველი სამხედროები არა ომის დამნაშავეები, არამედ თავიანთი სამშობლოს გმირები არიან.

შეუძლებელია ამ ყველაფერს თავისი სახელი საბოლოოდ არ დაერქვას. ნაცმოძრაობა უნდა გასამართლდეს საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმ დანაშაულს, რომელსაც ეს სტატუსი ეძღვნება!“, -წერს იგი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი