მამუკა ხაზარაძე - „ილიას გზა“ უნდა გახდეს ჩვენი ერის აღორძინებისა და გაძლიერების საწინდარი - ჩვენი მეგობრები დაგვეხმარებიან, როცა ნათლად დაინახავენ, როგორ ვირჯებით აღორძინებისა და გამარჯვებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
416 10 აგვისტო 2024, 11:09
უნდა ამოვიცნოთ ჩვენი თავი, კარგად ჩავუღრმავდეთ და ვიპოვოთ ის, რისი კეთებაც შეგვიძლია, ან რაშიც ვიქნებით კონკურენტუნარიანები მსოფლიო მასშტაბით - ილიასეული გადააზრებაა საჭირო იმისა, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, შრომა და მოღვაწეობა - „ილიას გზა“ უნდა გახდეს ჩვენი ერის აღორძინებისა და გაძლიერების საწინდარი,- ამის თაობაზე „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე   სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც ის აცხადებს, საქართველოს დღეს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის თავიდან შეცნობა და ერის მისიის ხელახალი გააზრება სჭირდება.

„რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს? - ალბათ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის თავიდან შეცნობა, საკუთარ თავში ჩაღრმავება, საკუთარი და ერის მისიის ხელახალი გააზრება - რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი ვიქნებით, რა არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის ფუნქცია 21-ე საუკუნის აბობოქრებულ მსოფლიოში, სადაც ტექნოლოგიები, ინოვაციები ასე სწრაფად ვითარდება და მსოფლიოს გეოპოლიტიკური გადანაწილების მცდელობები მიმდინარეობს. რა უნდა დაუპირისპიროს ამას ჩვენმა ქვეყანამ, რა რესურსი გაგვაჩნია რომ ასეთ მძლავრ კონკურენციას წინააღმდეგობა გავუწიოთ, რა გავაკეთოთ ისეთი, სადაც ჩვენს ქართულ კონტრიბუციას შევიტანთ მსოფლიოს კულტურულ, ეკონომიკურ ცხოვრებაში. თუ ამას დროზე არ გავაკეთებთ, უბრალოდ გავქრებით, იმიტომ რომ, თუ რამეს არ ქმნი და არ გასცემ, ესე იგი არ ვითარდები. თუ არ ვითარდები, საინტერესო არ ხარ, არავის სჭირდები, ესე იგი დეგრადირდები, ესე იგი შენი პროდუქტი ან სერვისი არ სჭირდებათ, ხდები „აუტსაიდერი“.

სწორედ ამიტომ უნდა ამოვიცნოთ ჩვენი თავი, კარგად ჩავუღრმავდეთ და ვიპოვოთ ის, რისი კეთებაც შეგვიძლია, ან რაშიც ვიქნებით კონკურენტუნარიანები მსოფლიო მასშტაბით. დიახ, მსოფლიო მასშტაბით - სხვა დონე არ გვაწყობს!

ილია სწორედ ამაზე წუხდა, სწორედ ამ ფუნქციას ეძიებდა ჩვენი ერისთვის, ამიტომ ავირჩიეთ ჩვენს გზამკვლევად და გეგმად "ილიას გზა". სწორედ ილიასეული გადააზრებაა საჭირო იმისა, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, შრომა და მოღვაწეობა. "ილიას გზა" უნდა გახდეს ჩვენი ერის აღორძინებისა და გაძლიერების საწინდარი. "ილიას გზა" და ხედვები უნდა დავუდოთ საფუძვლად განათლებას, გულიანად და ხარისხიანად შრომას, ევროპულ ოჯახში ქართული ფერების შეტანას და იმის გააზრებას, რომ ამის კეთება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია და სხვას არავის!

ჩვენი მეგობრები დაგვეხმარებიან, როცა ნათლად დაინახავენ, თუ როგორ ვირჯებით ჩვენი ქვეყნის აღორძინებისა და გამარჯვებისთვის. ევროპაა ჩვენი ადგილი - ასე ხედავდა ილია, ასე ვხედავთ ჩვენც. ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!

„ილიას გზა“ – „ძლიერი საქართველო“!“,- წერს ხაზარაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი