დავით ქართველიშვილი: იმედია, შაჰინ-ტერნერს მკაფიოდ განსაზღვრული „საგზაო რუკა“ გადასცეს, როგორ უნდა მოიქცეს სტრატეგიული პარტნიორი, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე პარტნიორობას სამარე საკუთარი ხელით რომ არ გამოუთხაროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
374 11 აგვისტო 2024, 19:49

შაჰინი და ტერნერი შარშან რომ ჩამოსულიყვნენ, მათი რიტორიკა უფრო აგრესიული იქნებოდა, ხოლო შეშფოთება - უფრო აღშფოთებული. 5 ნოემბრის „აჩრდილი" მათზეც მოქმედებს - რა და როგორ იქნება, არავინ იცის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ამ ვიზიტის ფონზე, ქართულ საზოგადოებას მოდუნების უფლება არ აქვს.

„შაჰინი და ტერნერი შარშან რომ ჩამოსულიყვნენ, მათი რიტორიკა უფრო აგრესიული იქნებოდა, ხოლო შეშფოთება - უფრო აღშფოთებული. 5 ნოემბრის „აჩრდილი" მათზეც მოქმედებს - რა და როგორ იქნება, არავინ იცის. ამიტომ "თავისიანებთან" და ხელისუფლებასთან ჩასატანი ძირითადი მესიჯი იყო - საქართველო დარჩება აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი ნებისმიერი ამერიკული ხელისუფლების პირობებში. რაც შეეხება ქართულ ხელისუფლებას - დავაკვირდებითო არჩევნების მსვლელობას.

არანაირი პრობლემა არ არის, განაცხადა ხელისუფლებამ - დააკვირდით, მაგრამ ურთიერთობების გადატვირთვა მაინც მოგიწევთ. ვერც აგენტურა ჩანდა თავის პატრონებთან შეხვედრის შემდეგ თავხედურად თავდაჯერებული. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მათივე წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ ამ აგენტურის რეალური ფასი: „კონა ათი შაური“ - საჯაროდ გააჟღერა. ამას მშვენივრად ხედავენ შაჰინი/ტერნერის დონეზეც, ამიტომ წინა განცხადებებთან და გზავნილებთან შედარებით, ამჯერად მოზომილად მოქმედებდნენ.

გვაქვს თუ არა ამ ვიზიტის ფონზე მოდუნების უფლება? რა თქმა უნდა - არა. გაუჩნდა თუ არა ჩვენს ცვილის ფიგურებს თავის ტკივილის დამატებითი წყარო? რა თქმა უნდა - კი. ამ ვიზიტის მთავარი ადრესატი - ისინი ნამდვილად არ იყვნენ. რაც შეეხება ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს, ვის წინაშეც კოლექტიურ დასავლეთს უამრავი ბოდიში აქვს მოსახდელი - იმედია, შაჰინ/ტერნერს მკაფიოდ განსაზღვრული „საგზაო რუკა“ გადასცეს, როგორ უნდა მოიქცეს სტრატეგიული პარტნიორი, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე საკუთარი ხელით ამ პარტნიორობას სამარე რომ არ გამოუთხაროს“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა
ჯაბა ხუბუა- 9 პარტიად გაერთიანებული ნაცები საქართველოს ჯოჯოხეთს ვეღარასოდეს მოუწყობენ. ისინი ერთხელ უკვე იყვნენ ამ ქვეყნის ტრაგედია
ზაალ ანჯაფარიძე: „სისხლიანი 9 წლის“ შემოქმედნი ისევ ერთი ქოლგის ქვეშ შეიკრიბნენ და შესაბამისად, საზოგადოებამაც უკვე იცის რას უნდა ელოდოს მათგან
დავით ქართველიშვილი: ქართული ოპოზიცია იმაზე უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე ხსნის, თუ რის გაკეთებას აპირებს ჰიპოთეტური გამარჯვების მეორე დღეს
ბაჩო ოდიშარია: როგორც გარე დავალების მიმცემებმა, ისე შიდა აგენტურამ ვერ ისწავლა, რომ სანამ დიაგნოზს არ აღიარებენ, შედეგს ვერ მიიღებენ - არ აღიარებენ იმ დიაგნოზს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ
არქივი