დავით ქართველიშვილი: იმედია შაჰინ-ტერნერს მკაფიოდ განსაზღვრული "საგზაო რუკა" გადასცეს, როგორ უნდა მოიქცეს სტრატეგიული პარტნიორი, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე პარტნიორობას სამარე საკუთარი ხელით რომ არ გამოუთხაროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
434 12 აგვისტო 2024, 19:58
„შაჰინი და ტერნერი შარშან რომ ჩამოსულიყვნენ, მათი რიტორიკა უფრო აგრესიული იქნებოდა, ხოლო შეშფოთება - უფრო აღშფოთებული. 5 ნოემბრის "აჩრდილი" მათზეც მოქმედებს - რა და როგორ იქნება, არავინ იცის“, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ამ ვიზიტის ფონზე, ქართილ საზოგადოებას მოდუნების უფლება არ აქვს.


“შაჰინი და ტერნერი შარშან რომ ჩამოსულიყვნენ, მათი რიტორიკა უფრო აგრესიული იქნებოდა, ხოლო შეშფოთება - უფრო აღშფოთებული. 5 ნოემბრის "აჩრდილი" მათზეც მოქმედებს - რა და როგორ იქნება, არავინ იცის. ამიტომ "თავისიანებთან" და ხელისუფლებასთან ჩასატანი ძირითადი მესიჯი იყო - საქართველო დარჩება აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი ნებისმიერი ამერიკული ხელისუფლების პირობებში. რაც შეეხება ქართულ ხელისუფლებას - დავაკვირდებითო არჩევნების მსვლელობას.

არანაირი პრობლემა არ არის, განაცხადა ხელისუფლებამ - დააკვირდით, მაგრამ ურთიერთობების გადატვირთვა მაინც მოგიწევთ. ვერც აგენტურა ჩანდა თავის პატრონებთან შეხვედრის შემდეგ თავხედურად თავდაჯერებული. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მათივე წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ ამ აგენტურის რეალური ფასი: "კონა ათი შაური" - საჯაროდ გააჟღერა. ამას მშვენივრად ხედავენ შაჰინი/ტერნერის დონეზეც, ამიტომ წინა განცხადებებთან და გზავნილებთან შედარებით, ამჯერად მოზომილად მოქმედებდნენ.

გვაქვს თუ არა ამ ვიზიტის ფონზე მოდუნების უფლება? რა თქმა უნდა - არა. გაუჩნდა თუ არა ჩვენს ცვილის ფიგურებს თავის ტკივილის დამატებითი წყარო? რა თქმა უნდა - კი. ამ ვიზიტის მთავარი ადრესატი - ისინი ნამდვილად არ იყვნენ. რაც შეეხება ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს, ვის წინაშეც კოლექტიურ დასავლეთს უამრავი ბოდიში აქვს მოსახდელი - იმედია შაჰინ/ტერნერს მკაფიოდ განსაზღვრული "საგზაო რუკა" გადასცეს, როგორ უნდა მოიქცეს სტრატეგიული პარტნიორი, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე საკუთარი ხელით ამ პარტნიორობას სამარე რომ არ გამოუთხაროს.” - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი