ირაკლი შატაკიშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე: კითხვის ნიშანი არ უნდა დარჩენილიყო არცერთი ქართველი ჯარისკაცის მიმართ და ეს მიზანი არის მიღწეული. ახლა შეგვიძლია უკვე თამამად ვისაუბროთ კონკრეტულ პასუხისმგებლობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
153 13 აგვისტო 2024, 10:13

არცერთი კითხვის ნიშანი არ უნდა დარჩენილიყო არცერთი ქართველი ჯარისკაცის მიმართ და ეს მიზანი არის მიღწეული. ახლა შეგვიძლია უკვე თამამად ვისაუბროთ საზოგადოების დაკვეთასა და მოთხოვნაზე, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ პასუხისმგებლობასთან, - ამის შესახებ ირაკლი შატაკიშვილი აცხადებს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები აუცილებლად იქნება გამოძიებული არჩევნების შემდეგ.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ დასრულებულიყო ყველა [2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებული] სამართლებრივი პროცესი სტრასბურგსა და ჰააგაში. დასრულდა კიდეც ჩვენი ხელისუფლების დიდი ძალისხმევითა და ქვეყნის გამარჯვებით. არცერთი კითხვის ნიშანი არ უნდა დარჩენილიყო არცერთი ქართველი ჯარისკაცის მიმართ და ეს მიზანი არის მიღწეული. ახლა შეგვიძლია უკვე თამამად ვისაუბროთ საზოგადოების დაკვეთასა და მოთხოვნაზე, რომელიც დაკავშირებულია საჯარო-სამართლებრივ პროცესთან და კონკრეტულ პასუხისმგებლობასთან, რასაც არჩევნების შემდგომ აუცილებლად მივაღწევთ“, - აღნიშნა შატაკიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ფორმალურად სამხრეთ კავკასიაში არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს საქართველოს „რეგიონულ ლიდერად“, მაგრამ პრაქტიკაში რეგიონის ყველა მთავარი კომუნიკაცია სწორედ მის გარშემო იწყებს ტრიალს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო - გამოძახებები ძირითადად უსაფრთხო ქვეწარმავლებზე ფიქსირდება, მათ შორის, გველხოკერაზე
ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა - ანგარიშის დეტალები
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკოსებისთვის, დეპუტატებისა და მერებისთვის ხელფასის შემცირებას გეგმავს
გურამ მაჭარაშვილი კანდელაკის „კვლევაზე“: მტკიცებულებები რომ ჰქონდეთ, თუნდაც ირიბი, საჯაროდ არ გამოაქვეყნებდნენ? - ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის დალაგების პროცესი მათთვის არის კოშმარი
არქივი