დავით ქართველიშვილი რომან გოცირიძის განცხადებაზე: 2022 წლის ივნისში ქართული მხარე უდანაშაულოდ ცნო ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ, იმდროინდელ სამ ჩინოსანზე ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან დაპატიმრების ორდერი გასცა - აღნიშნული პროცესი ამჟამინდელმა ხელისუფლებამ და "ქართულმა ოცნებამ" მოიგო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
432 13 აგვისტო 2024, 18:32
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რომან გოცირიძის განცხადებას ეხმიანება, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ჰააგის სასამართლო დავა არა „ქართულმა ოცნებამ“ , არამედ საქართველოს ხელისუფლებამ მოიგო.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსი პარალელს ფეხბურთთან ავლებს და წერს: „დაახლოებით იმას ამბობს, რომ პორტუგალიისთვის არა ქართველ ფეხბურთელებს, არამედ საქართველოს ნაკრებს მოუგია - ოღონდ იმ პერიოდში, გუნდის მთავარი მწვრთნელი სააკაშვილი რომ იყოო“.
დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ რომან გოცირიძე ცრუობს და განმარტავს, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა მოსამართლეთა კოლეგიას დანაშაულის გამოძიების მიზნით არა 2008 წელს, არამედ 2015 წელს მიმართა, 2016 წელს კი მიმართვა დაკმაყოფილდა. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ქართული მხარე 2022 წლის ივნისში ცნეს უდანაშაულოდ, იმდროინდელ სამ მაღალჩინოსანზე კი, ჰააგის სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა. დავით ქართველიშვილის თქმით, სწორედ ამ თარიღებზე დაყრდნობით, ჰააგის სასამართლოში მიღწეული წარმატება „ქართული ოცნებისა“ და ამჟამინდელი მთავრობის დამსახურებაა. „ანუ, დაახლოებით იმას ამბობს, რომ პორტუგალიისთვის არა ქართველ ფეხბურთელებს, არამედ საქართველოს ნაკრებს მოუგია - ოღონდ იმ პერიოდში, გუნდის მთავარი მწვრთნელი სააკაშვილი რომ იყოო. აქ კი, ტრადიციულად, ცრუობს. ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა მოსამართლეთა კოლეგიას შესაძლო სამხედრო დანაშაულების ჩადენის გამოძიების მიზნით (როგორც საქართველოს, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან), თანხმობის მისაღებად მიმართა 2015 და არა 2008 წელს, რაც დაკმაყოფილდა კიდეც, 2016 წლის იანვარს. 2022 წლის ივნისში, დასრულებული გამოძიების შედეგად, ქართული მხარე უდანაშაულოდ ცნო ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ, ხოლო იმდროინდელ სამ ჩინოსანზე ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, დაპატიმრების ორდერი გასცა. ასე რომ, აღნიშნული პროცესი, დიახ, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ და "ქართულმა ოცნებამ" მოიგო.“- წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი