დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე: ეს ბნელეთის მოციქულები ჩვენმა თაობამ ახლა მაინც თუ არ გაუშვა პოლიტიკურ ქვესკნელში, მომავალი თაობებისა და უფლის წინაშე ვერ გავმართლდებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
389 15 აგვისტო 2024, 18:14
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, სადაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი „ქართული ოცნების“ საჯაროდ გასამართლებას ითხოვს, მიხეილ სააკაშვილის ომის დაწყებაში დადანაშაულების გამო.

სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი წერს, რომ რადიკალური ოპოზიცია პრიმიტიულია, რადგან სწორედ 1 კვირის წინ გამოქვეყნებულ პოსტში დავით ქართველიშვილმა ივარაუდა, რომ 2008 წლის ომის პროვოცირებასა და მოღალატეობრივ რეზოლუციაზე ხელის მოწერას ოპოზიციის წარმომადგენლები მმართველ გუნდს დააბრალებდნენ.

ქართველიშვილი წერს, რომ მოსალოდნელია საქართველოს პატრიარქსაც დასდონ ბრალი, ომში დაღუპული სამხედროების ცხედრების გამოტანისთვის.

„როგორი პრიმიტიულად ამოსაცნობები არიან. დავწერე ერთი კვირის წინ, რომ არჩევნებამდე 2008 წლის ომის პროვოცირებას, მოღალატეობრივ 1633-ის ევრორეზოლუციაზე ხელმოწერას და რუსეთის წინაშე შემდგომში გაღებულ უხვ ეკონომიკურ კონტრიბუციას "ქართულ ოცნებას" დააბრალებდნენ და აი, ისიც. 

ჩაუფიქრდნენ ეტყობა ჩემს "შემოთავაზებას" და - "რატომაც არაო", იფიქრეს. გირგვლიანის საფლავის მონახულებამდე მშვენიერი პიარ-სვლაა მათი მხრიდან. ასე რომ, შემდეგი ნაბიჯი - ბრძოლის ველიდან "მამაცი სარდლობის" მხრიდან მიტოვებული ჩვენი გმირების ცხედრების გამოტანაში პატრიარქის დადანაშაულება იქნება. 

ჯერ ვერ ვფუთავ, კონკრეტულად ამის გამო ბრალს რაში წაუყენებენ, მაგრამ რა პრობლემაა - მოიფიქრებენ რამეს -  პატრიარქ კირილესთან "მეგობრობას" ან ჯიუტად "რუსული შობის" კალენდარულ აღნიშვნას. ეს ბნელეთის მოციქულები ჩვენმა თაობამ ახლა მაინც თუ არ გაუშვა პოლიტიკურ ქვესკნელში, მომავალი თაობებისა და უფლის წინაშე ვერ გავმართლდებით!!!“ - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი