გია აბაშიძე OCCRP-ის დოკუმენტზე: უნიჭო ნაცსექტა კვლავ ვითომ ამუნათებს ბიძინა ივანიშვილს არარსებული ქონების გადაფორმებაზე რუსეთში. სასაცილოა, რომ „გლობალური ომის პარტია“ პროპაგანდაში ფსონს დებს კოლექტიურ ეკა გიგაურებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
539 17 აგვისტო 2024, 16:10

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ OCCRP-ს დოკუმენტს ეხმიანება.

როგორც ანალიტისი წერს, „უნიჭო ნაცსექტის „ჭრიალა არღანი“ კვლავ ვითომ ამუნათებს ბიძინა ივანიშვილს ამჯერად არარსებული ქონების გადაფორმებაზე რუსეთში.

მისივე თქმით, რადიკალთა ეს შაპიტო-სცენარი ოცნებად რჩება, ხოლო საქართველოს ამ ორომტრიალიდან გაყვანის პოლიტიკურ მესაჭედ კი კვლავ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება.

„უნიჭო ნაცსექტის ჭრიალა არღანი კვლავ ვითომ ამუნათებს ბიძინა ივანიშვილს ამჯერად არარსებული ქონების გადაფორმებაზე რუსეთში. სასაცილოა, რომ ნაცვასალი ხელისუფლების მომხრე გლობალური ომის პარტია პროპაგანდაში ფსონს დებს კოლექტიურ ეკა გიგაურებზე და სხვა უსახურ ე.წ. ენჯეოშნიკებზე, რომელთა სიტყვის ფასი დიდი ხანია ნულჯამოვან სიბრტყეშია.

გრანტების მონა ნაცმანქურთებს მესიჯბოქსიც არეული აქვთ ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის ვითომ დისკრედიტაციაში და როგორ ექნებათ თუნდაც სწორხაზოვანი შავი პიარი, როცა მისი აღმსრულებლების თვალსაწიერი უკიდურესად შეზღუდული და დასაცინია?..

კიდევ უფრო კომედიურია ის, რომ ცალკეული დასავლელი აქტორები და მათი მარიონეტი ფსევდო-პრეზიდენტი ზურაბიშვილი მაინც გეგმავენ ნაცოპოზიციის გამარჯვების შემდეგ რაღაც სახლობანას ტიპის ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნას, სადაც მინისტრები კოლექტიური კაპიტანი გიგაურები, ლომჯარიები, მეტროსადგურის სახელწოდების [და არა თავისუფლებისთვის მებრძოლი] პარტიის ლუზერები იქნებიან, რომლებიც უცხოელ პატრონთა დაკვეთებს ასკინკილით აღასრულებენ. რადიკალთა ეს შაპიტო-სცენარი ოცნებად რჩება, ხოლო საქართველოს ამ ორომტრიალიდან გაყვანის პოლიტიკურ მესაჭედ კი კვლავ ქართული ოცნების ხელისუფლება იქნება.

თან როგორი მოშლილია ე.წ. სტრატეგიული გათვლებიც ფსევდო-მეგობრებში, ტოტალური ინტელექტუალური კრიზისი აქვთ.“-წერს გია აბაშიძე facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი