დავით ქართველიშვილი: ბიძინა ივანიშვილის სიტყვიდან დღეს თითქოს ამოვიცანი კიდეც, რა სასიამოვნო და მოულოდნელი სიურპრიზი შეიძლება გველოდებოდეს უახლოეს მომავალში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
443 25 აგვისტო 2024, 20:26
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის მორიგ ღონისძიებას და მასზე გაჟღერებულ მესიჯებს ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ექსპერტი წერს, საქართველოს უახლოეს ისტორიაში დგება გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯების გადადგმის დრო. 

დავით ქართველიშვილი პოსტში აღნიშნავს, რომ საქართველოში დგება დრო ქვების შეგროვების, სიყვარულის, მშვიდობის და ყველაფერ ამას ხელს უწყობს სახელისუფლებო გუნდის საარჩევნო სულისკვეთება და ის გეგმები, რომლის განხორციელებასაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში აპირებს. 

„გრძელდება მმართველი პარტიის დამაჯერებელი წინასაარჩევნო კამპანია რეგიონებში და ამჯერადაც „დაღეჭილად", მარტივად და მკაფიოდ ჟღერს - რატომ? არა უბრალოდ - „იმიტომ", არამედ კონკრეტულად „რატომ" ექნება ამ არჩევნებს საქართველოს უახლოეს ისტორიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა. 
რამეთუ სრულდება „ჟამი ქვათა მიმოფანტვისა" და იწყება „ჟამი მათი შეგროვებისა". რამეთუ იწყება „ჟამი პოვნისა" და სრულდება „ჟამი დაკარგვისა". გვიახლოვდება „ჟამი შენახვისა" და გვემშვიდობება „ჟამი გაფლანგვისა". მოდის „ჟამი სიყვარულისა" და წარსულს ბარდება „ჟამი სიძულვილისა", მივიწყებას მიეცემა „ჟამი ომისა" და ჩაანაცვლებს მას „ჟამი მშვიდობისა".
ეკლესიასტეს წიგნის ეს უკვდავი სიტყვები დღესაც, როგორც არასდროს თანამედროვედ ჟღერს და სრულად მიესადაგება სახელისუფლებო გუნდის საარჩევნო სულისკვეთებას. დღეს უკვე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გაჟღერდა ყველასთვის გასაგები და მისაღები არგუმენტაცია - რატომ უნდა მივცეთ მმართველ პარტიას კიდევ ერთხელ ნდობის მანდატი, ამჯერად უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად.

რაც შეეხება „ქართული ოცნების" ჯერჯერობით „იდუმალებით" მოცულ დანაპირების მეოთხე მუხლს, ბატონ ბიძინა ივანიშვილის სიტყვიდან დღეს თითქოს ამოვიცანი კიდეც, რა სასიამოვნო და მოულოდნელი სიურპრიზი შეიძლება გველოდებოდეს უახლოეს მომავალში. ვიქონიოთ მოთმინება და დაველოდოთ კიდევ ერთ თამამ და ეროვნულ გადაწყვეტილებას..." - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი