ლევან ნიკოლეიშვილი: რასაც ჩვენი ე.წ. გულმხურვალე მეგობრები აპირებენ არჩევნებისათვის, პლაცდარმის მომზადება ჰქვია შეტევის მოსამზადებლად, შემსრულებლები იქნებიან ზურაბიშვილი, სახელგატეხილი და ურეიტინგო ოპოზიცია, გრანტიჭამია გაუმჭვირვალე არასამთავრობო სექტორი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
378 28 აგვისტო 2024, 14:38
იმას, რასაც ჩვენი ე.წ. გულმხურვალე მეგობრები უკვე აპირებენ არჩევნებისათვის,  სამხედრო ენით რომ ვთქვათ პლაცდარმის მომზადება ჰქვია შეტევის მოსამზადებლად. შეტევა კი აუცილებლად იქნება თავის სტრატეგიული მიზნით, რომელსაც  ვერ ფარავენ  და გაამჟღავნეს კიდეც: „არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, გაყალბებით, ჩვენ საქართველოს ყველაზე დიდი გულშემატკივრები (რომის პაპზე უფრო კათოლიკეები!) არ ვცნობთ მის ლეგიტიმურობას!“ -  ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. 

მისი განცხადებით, ამ პლაცდარმის მომზადების ინიციატორები თვალნათლივ გამოჩნდა ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების სახით, რომლებსაც, როგორც ჩანს, პირდაპირ დავალება აქვთ მიცემული თავიანთი საელჩოებისთვის საქართველოში. 

ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, ქართველი ხალხის განწყობების შესახებ, დასავლეთში არასწორი ინფორმაცია აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ფსონს ხელმოცარულ პოლიტიკურ სუბიექტებზე არ დადებდნენ.

"იმას რასაც ჩვენი ე.წ. გულმხურვალე მეგობრები უკვე აპირებენ არჩევნებისათვის,  სამხედრო ენით რომ ვთქვათ პლაცდარმის მომზადება ჰქვია შეტევის მოსამზადებლად. შეტევა კი აუცილებლად იქნება თავის სტრატეგიული მიზნით, რომელსაც  ვერ ფარავენ  და გაამჟღავნეს კიდეც: „არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, გაყალბებით, ჩვენ საქართველოს ყველაზე დიდი გულშემატკივრები (რომის პაპზე უფრო კათოლიკეები!) არ ვცნობთ მის ლეგიტიმურობას!“  ამ მიზნისა და განცხადების მისაღწევად სხვადასხვა  ტაქტიკა იქნება გამოყენებული.  რაც შეეხება შემსრულებლებს, ესენი იქნებიან სალომე ზურაბიშვილი, ხალხში სახელგატეხილი და ურეიტინგო ოპოზიცია, გრანტიჭამია და ფინანსებ-დაფარული, გაუმჭვირვალე არასამთავრობო სექტორი.  ამ ყველაფრის საინფორმაციო უზრუნველყოფას დეზინფორმაციული პარტიული მედია იკისრებს. 
მზაკვრული პლაცდარმის მომზადების ინიციატორები კი აგერ თვალნათლივ გამოჩნდა ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებსაც როგორც ჩანს პირდაპირ დავალება-გზავნილი აქვთ მიცემული თავიანთ საელჩოებზე საქართველოში.
სამწუხაროა, რომ ასეთი განწყობითა და გაუაზრებელი პოლიტიკით ისინი ცდილობენ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევას, რითაც, პირველ რიგში, შეურაცხყოფას აყენებენ დემოკრატიისა და ქვეყნების სუვერენიტეტის პრინციპებს. აქვე ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩანს, მათ არასწორი ინფორმაცია აქვთ ქართველი ხალხის მტკიცე ნებაზე, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ფსონს ხელმოცარულ, პოლიტიკურად გაღატაკებულ სუბიექტებზე კი არ დადებდნენ არამედ საქართველოს მოსახლეობის ღირსებაზე და მათ რეალურ განწყობაზე." - წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი