გურამ მაჭარაშვილი: ისეთი წარმატებული ადამიანები და სუპერ მილიარდერებიც, როგორებიც არიან ცუკერბერგი, ილონ მასკი და ა.შ. უკვე პირდაპირ ამხელენ ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას ცრუპენტელობაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
132 28 აგვისტო 2024, 15:41

ისეთი წარმატებული ადამიანები და სუპერ მილიარდერებიც, როგორებიც არიან ცუკერბერგი, ილონ მასკი და ა.შ. უკვე პირდაპირ ამხელენ ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას ცრუპენტელობაში, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, გამომდინარე აქედან, ბუნებრივად, ქართველი ხალხისთვის კიდევ უფრო გასაგები ხდება რა ძალასთან აქვს საქმე საქართველოს და საქართველოს საზოგადოებას.

„კიდევ უფრო გასაგები ხდება რა ძალას ვუპირისპირდებით და აქაური, შიდა ე.წ. ვითომ ოპოზიციონერები, რომელი ძალის სასარგებლოდ მოქმედებენ და როგორ ეწინააღმდეგებიან თავიანთ ქვეყანას. ცუკერბერგის ეს განცხადება სწორედ ამას ნიშნავს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომპანია „მეტას“ დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტს წერილი გაუგზავნა. მასში ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ფეისბუქზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა ამერიკელების მიერ გავრცელებული კონკრეტული ინფორმაციისთვის ცენზურა დაედო. პარალელურად ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მოთხოვნით, ფეისბუქმა ჰანთერ ბაიდენის ნოუთბუქთან დაკავშირებული ისტორია დამალა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად - ეს არის ადამიანი, რომელმაც შსს მუნდირს უღალატა
დაველოდოთ, მორიგ ჯერზე რას შემოგვთავაზებენ რადიკალები. სავარაუდოდ, მათი მომდევნო მესიჯი იქნება, რომ თითქოს, ურანის გამდიდრებით არის ჩვენი ხელისუფლება დაკავებული
არქივი