ლევან ნიკოლეიშვილი დევიდ კრამერის განცხადებაზე : ეს არის უბედურება რომ ვიღაც შარლატანი ასეთ რამეს ბედავს, ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ჩვენივე მოქალაქეზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
382 03 სექტემბერი 2024, 14:00

„აი, ეს არის უბედურება რომ ვიღაც შარლატანი ასეთ რამეს ბედავს, ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ჩვენივე მოქალაქეზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს. აქ მარტო ბიძინა ივანიშვილზე არა საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ კრამერს თუ ვინმე არ მოსწონს, თურმე შეუძლია გაბედოს ასეთი რამ მოითხოვოს“,- ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორის დევიდ კრამერის განცხადებას, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები არასასარგებლოა და დროა მას პასუხისმგებლობა დააკისრონ.

მისივე თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ასეთი უმსგავსობების გამოვლინებები საქართველოში, კოლექტიურ კრამერებს კი საერთოდ უნდა აეკრძალოთ საქართველოში შემოსვლა.

„დევიდ კრამერს, "თბილისი რუმსის" კიდევ ერთ "შეთქმულების" უცხოელ მავნებელს, თურმე არ სურს ბიძინა ივანიშვილის ხილვა, საუბრის მოსმენა, ქმედებები...მოკლედ სიძულვილისგან ჭკუიდან იშლება, ამიტომ დიდი ხანია სურს, რომ პასუხისმგებლობა დააკისროს: მაგალითად სანქციები, პატიმრობა, დახვრეტაც შეიძლება...აი, ეს არის უბედურება რომ ვიღაც შარლატანი ასეთ რამეს ბედავს, ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ჩვენივე მოქალაქეზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.

აქ მარტო ბიძინა ივანიშვილზე არა საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ კრამერს თუ ვინმე არ მოსწონს, თურმე შეუძლია გაბედოს ასეთი რამ მოითხოვოს. ალბათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ასეთი უმსგავსობების გამოვლინებები საქართველოში -კოლექტიურ კრამერებს საერთოდ უნდა აეკრძალოთ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა, რაც შეეხება მის საქართველო მომწვევ და ტაშისმკვრელ მავნებლებს, 26 ოქტომბერს პოლიტიკურ სანაგვეზე მიეჩინება შესაბამისი ადგილი“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი