ილია ინჯია „კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებაზე: ხალხი, რომელიც ებრძვის საქართველოს მოსახლეობასა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მაცხოვრებელ ქართველებს შორის კავშირის შენარჩუნებასა და გაღრმავებას საკუთარი სამშობლოს მოღალატე და მტერია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
529 03 სექტემბერი 2024, 19:40

„ქართული ოცნების“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია სოციალურ ქსელში ეხმიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც მას რუსად მოიხსენიებენ.

როგორც ინჯია აღნიშნავს, დღეს გავრცელებულ პროპაგანდისტულ ვიდეომიმართვაში მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი ღიად უპირისპირდება რუსეთში მაცხოვრებელი მილიონამდე ქართველის ინტერესებს, რომლებსაც მუდმივად ესაჭიროებათ საკუთარ ოჯახთან, ქვეყანასთან და მეგობრებთან კომუნიკაცია საქმიან თუ პირად საკითხებზე.

მისივე თქმით, ხალხი, რომელიც ებრძვის საქართველოს მოსახლეობასა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მაცხოვრებელ ქართველებს შორის კავშირის შენარჩუნებასა და გაღრმავებას საკუთარი სამშობლოს მოღალატე და მტერია.

„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის ჩვენი ქვეყნის მოღალატე იყო და ეს არც დაუმალავს. დღეს გავრცელებულ პროპაგანდისტულ ვიდეომიმართვაში მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი კიდევ ერთხელ ღიად უპირისპირდება რუსეთში მაცხოვრებელი მილიონამდე ქართველის ინტერესებს, რომლებსაც მუდმივად ესაჭიროებათ საკუთარ ოჯახთან, ქვეყანასთან და მეგობრებთან კომუნიკაცია საქმიან თუ პირად საკითხებზე. ხალხი, რომელიც ებრძვის ჩვენს მოსახლეობასა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მაცხოვრებელ ქართველებს შორის კავშირის შენარჩუნებასა და გაღრმავებას საკუთარი სამშობლოს მოღალატე და მტერია! სწორედ ამიტომ უნდა აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტი პარტიები - ამ მოღალატეთა დროებით გაერთიანებას ქართველი ხალხის მტრობის შესაძლებლობა აღარასდროს უნდა მიეცეს!. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, იმისათვის, რომ კავშირები ჩვენს თანამემამულეებთან უფრო მჭიდრო და მყარი იყოს - ამას ჩვენ კონსტიტუცია გვავალდებულებს! რაც შეეხება მიმართვის ავტორ „ნაცმოძრაობის” უცოდინარ და მოღალატე აქტივისტს, ურჩევნია საქართველოს კონსტიტუციასა და დიასპორასთან ურთიერთობების შესახებ კანონს გაეცნოს. აღნიშნულ მიმართვაში აქცენტი ასევე ჩემი ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე იყო გამახვილებული. ორმაგი მოქალაქეობა მაძლევს შესაძლებლობას საქართველოსა და რუსეთში მაცხოვრებელი ქართველების ინტერესებისთვის კიდევ უფრო მეტი გავაკეთო. ჩემთვის ამოსავალი წერტილი ყოველთვის ჩემი ქვეყნის ინტერესია, რაზეც ჩემი განვლილი ცხოვრება მეტყველებს, ამის საწინააღმდეგო ფაქტი კი ბუნებაში არ არსებობს! “ნაციონალურ მოძრაობას” კი შეუძლია საკუთარი ქვეყნის ღალატი გააგრძელოს, რის პასუხსაც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხისგან აუცილებლად მიიღებენ“, - წერს ილია ინჯია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი