ვატო შაქარიშვილი: თბილისში გრძელდება საერთაშორისო თაღლითების კონფერენცია, სინამდვილეში რევოლუციური კომიტეტის მორიგი ყრილობა - უცხო ქვეყნების მოქალაქეები პირდაპირ ერევიან საარჩევნო პროცესში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
409 03 სექტემბერი 2024, 22:11

ნაფთალინიდან ამოღებული, კორუფციით გარყვნილი ყოფილი ჩინოვნიკები ქართველ ხალხს მოუწოდებენ, თუ ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, გადაირჩიონ ქართული ოცნება, დასაჯონ უდიდესი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლებაში დააბრუნონ აგენტურული ქსელი ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობა, - „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ვატო შაქარიშვილი ეხმიანება თბილისში მიმდინარე მე-8 საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით „გარდამტეხი წელი", რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით იმართება.

შაქარიშვილის თქმით, აღნიშნული კონფერენცია, სინამდვილეში, რევოლუციური კომიტეტის მორიგი ყრილობაა, რომლის მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ ერიდებიან წინასაარჩევნო პერიოდში ქართველ ამომრჩეველზე ზემოქმედებას და საარჩევნო პროცესში ჩარევას.

მისივე განცხადებით, კონფერენცია გამოხატავს ამერიკის კოლონიალისტურ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ხოლო მისი მონაწილეები უკვე დიდი ხანია, ღიად მტრობენ სახელმწიფოს, შესაბამისად, აუცილებელია მათ მიმართ პრევენციული ზომების გატარება.

„თბილისში გრძელდება საერთაშორისო თაღლითების კონფერენცია, რომელიც სინამდვილეში რევოლუციური კომიტეტის მორიგი ყრილობაა და მეტი არაფერი. ქვეყანაში ოფიციალურად დაწყებულია წინასაარჩევნო კამპანია და ამ დროს უცხო ქვეყნების მოქალაქეები პირდაპირ ერევიან საარჩევნო პროცესში და უხეშად ზემოქმედებენ ქართველ ამომრჩეველზე. ნაფთალინიდან ამოღებული, კორუფციით გარყვნილი ყოფილი ჩინოვნიკები ქართველ ხალხს მოუწოდებენ, თუ ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, გადაირჩიონ ქართული ოცნება, დასაჯონ უდიდესი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლებაში დააბრუნონ აგენტურული ქსელი ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობა. დიდი ხანია ნათელია, რომ სწორედ ეს არის ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი პირობა და არა აქამდე დეკლარირებული კრიტერიუმები. რიტორიკულია კითხვა თუ რატომ სურთ ასე გაშმაგებით, საქართველოში აგენტოკრატიის დაბრუნება. ცხადია იმისათვის, რომ მათ ქვეყნის ომში ჩართვაზე და ყველანაირ ანტიქართულ გადაწყვეტილებაზე მოაწერინონ ხელი; დაიკმაყოფილონ პირადი მერკანტილური ინტერესები და მოემსახურონ გლობალური ომის პარტიის გეოპოლიტიკურ მიზნებს.
აღნიშნული „კონფერენცია” ასხივებს ამერიკულ კოლონიალიზმს საქართველოს მიმართ. აუცილებელია, რომ მასში მონაწილე უცხო ქვეყნების წარმომადგენლები პერსონა ნონ გრატად გამოცხადდნენ და აეკრძალოთ საქართველოში შემოსვლა, რადგან ისინი უკვე წლებია ღიად მტრობენ ჩვენ ქვეყანას. მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები არ არის საკმარისი. ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთილია! ვუახლოვდებით უმნიშვნელოვანეს არჩევნებს, ეს ადამიანები კი, წინასწარ გვიყვებიან იმის შესახებ თუ როგორი სცენარი გველის. ამიტომ, საჭიროა მკვეთრი პრევენციული ზომები.
საზოგადოებას უნდა ვუთხრათ სიმართლე თუ რაზე გადის ევროატლანტიკური ტრაექტორია - ხელისუფლებაში კოლექტიური ნაც.მოძრაობის დაბრუნებაზე, გამანადგურებელ ომზე და მართლმადიდებლობის - LGBT იდეოლოგიით ჩანაცვლებაზე!
ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური ტყვეობიდან საქართველოს დახსნა იქნება გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გარანტი" - წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი