ზაალ ანჯაფარიძე: უკვე გამოიკვეთა რადიკალური ოპოზიციის, ენჯეოების და ექსპერტ-მჩხიბავების მთავარი მიზანი - არჩევნების დისკრედიტაცია-დელეგიტიმაცია, ამჯერად კამპანიური შეტევის თემაა ემიგრანტები, თითქოს მათ არჩევნებში მონაწილეობა ეზღუდებათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
376 04 სექტემბერი 2024, 14:31

უკვე გამოიკვეთა რადიკალური ოპოზიციის, მასთან ღია ალიანსში მყოფი ენჯეოების და ასე ვთქვათ ექსპერტ-მჩხიბავების მთავარი მიზანი - არჩევნების დისკრედიტაცია-დელეგიტიმაცია. იგივე მიზანი იქნა არტიკულირებული თან რამდენჯერმე 2-3 სექტემბერს თბილისში გამართულ „საერთაშორისო ომის პარტიის“ მესამე ეშელონის და მათი აქაური აგენტურის შაბაშზე სახელით „გარდამტეხი წელი“, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, არჩევნების დისკრედიტაციის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არის ცესკო და ამჯერად კამპანიური შეტევის თემაა ემიგრანტები, თითქოს, მათ არჩევნებში მონაწილეობა ეზღუდებათ.

"უკვე გამოიკვეთა რადიკალური ოპოზიციის, მასთან ღია ალიანსში მყოფი ენჯეოების და ასე ვთქვათ ექსპერტ-მჩხიბავების მთავარი მიზანი - არჩევნების დისკრედიტაცია-დელეგიტიმაცია. იგივე მიზანი იქნა არტიკულირებული თან რამდენჯერმე 2-3 სექტემბერს თბილისში გამართულ „საერთაშორისო ომის პარტიის“ მესამე ეშელონის და მათი აქაური აგენტურის შაბაშზე სახელით „გარდამტეხი წელი.“ არადა, ეს წელი სწორედ მათთვის იქნება "გარდამტეხი," იმ კუთხით რომ დიდი ხნით მოუწევთ თავიანთ სოროებში შეძრომა და ჯდომა.

არჩევნების დისკრედიტაციის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე - რა თქმა უნდა არის ცესკო, და ამჯერად კამპანიური შეტევის თემა -ემიგრანტები, თითქოს მათ არჩევნებში მონაწილეობა ეზღუდებათ. საკითხის განსახილველად, ჯერ ემოციებისგან დავიწრიტოთ და მშრალი სტატისტიკა მოვიშველიოთ: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ 66 217 ამომრჩეველი დარეგისტრირდა. არჩევნებში მონაწილეობა კი მხოლოდ 2 247-მა (18,45 % ) მოქალაქემ მიიღო, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა ევროპასა და აშშ-ში მეტწილად პურის ფულის შოვნაზე არიან ორიენტირებული და პოლიტიკა, რომ იტყვიან ცალ ფეხზე ჰკიდიათ. ცესკო ვერც ფინანსურად და ვერც ორგანიზაციულად ვერ შეძლებს დამატებითი უბნების გახსნას ემიგრანტებისათვის. ის კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში მოქმედებს.

ის ემიგრანტები, რომლებსაც პოლიტიკური ქავილი აწუხებთ, გარწმუნებთ მონახავენ დროს და საშუალებას დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. ისე, ვურჩევდი კარგად დაფიქრდნენ, ვიღაცები ხომ არ იყენებენ მათ ინსტრუმენტად საკუთარ პოლიტიკურ თამაშებში ?!" - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი