ზაალ ანჯაფარიძე: Washington Post-ს სტატია პროვოკაციული ფოტოთი და ასევე პროვოკაციული სათაურით, არის კიდევ ერთი ამჯერად სრულიად ღია დაფიქსირება ვაშინგტონის განზრახვების
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
455 06 სექტემბერი 2024, 13:49

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში Washington Post-ს სტატიას ეხმიანება, სადაც საუბარია, რომ შეერთებულმა შტატებმა [საქართველოს] მაშველი რგოლი უნდა გადააგდოს.

ანალიტიკოსის შეფასებით, სარედაქციო საბჭოს ეს სტატია პროვოკაციული ფოტოთი, და ასევე პროვოკაციული სათაურით, „უკანასკნელი მოწოდება ქართული დემოკრატიისათვის“ და კიდევ უფრო პროვოკაციული ქვესათაურით, რომ აშშ-მ [საქართველოს] მაშველი რგოლი უნდა გადაუგდოს, არის კიდევ ერთი ამჯერად სრულიად ღია დაფიქსირება ვაშინგტონის განზრახვების.

„დემოკრატების მედია რუპორის, გავლენიანი Washington Post-ს სარედაქციო საბჭოს ეს სტატია პროვოკაციული ფოტოთი, და ასევე პროვოკაციული სათაურით, „უკანასკნელი მოწოდება ქართული დემოკრატიისათვის“ და კიდევ უფრო პროვოკაციული ქვესათაურით, რომ აშშ-მ [საქართველოს] მაშველი რგოლი უნდა გადაუგდოს, არის კიდევ ერთი ამჯერად სრულიად ღია დაფიქსირება ვაშინგტონის განზრახვების.

გულუბრყვილონი არ ვართ აქ, რომ ვერ მივხვდეთ, თუ სინამდვილეში ვინ გვესაუბრება ამ გაზეთის პირით. პრინციპში, ჩემთვის ეს სტატია არ ყოფილა სიურპრიზი, მსგავსი განცხადებები „საქართველოზე მზრუნველი“ ამერიკელი ოფიციალური პირებისაგანაც მოგვისმენია ადრე.

რა დაგვრჩენია, გარდა იმისა რომ გავუძლოთ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი