ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს პროკურატურამ უშუალოდ დავით კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ჩართულობა დაადგინა თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეში - ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა „გადაახიო“ თავზე თაღლითებს, მათი აბსურდული ბრალდებები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
374 06 სექტემბერი 2024, 17:37

კეზერაშვილისა და ქართველი რადიკალების “ლეღვის ფოთლად” ქცეულ, “ჰელსინკის კომისიას” არ გააგებინოთ ეს ამბავი… საქართველოს პროკურატურამ უშუალოდ (დავით) კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ჩართულობა დაადგინა თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეში, რაც ქართულ-ევროპული გამოძიების კვალდაკვალ უმნიშვნელოვანესი ფაქტია, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ქადაგიძის თქმით, მარყუჟი, რომელიც საერთაშორისო თაღლითისა და ქართული ჯარის მძარცველის, დავით კეზერაშვილის კისერზეა, უფრო ვიწროვდება და დღეს თუ ხვალ აუცილებლად მოუწევს პასუხისგება.

„კეზერაშვილისა და ქართველი რადიკალების „ლეღვის ფოთლად” ქცეულ, „ჰელსინკის კომისიას” არ გააგებინოთ ეს ამბავი…

საქართველოს პროკურატურამ უშუალოდ კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ჩართულობა დაადგინა თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეში, რაც ქართულ-ევროპული გამოძიების კვალდაკვალ უმნიშვნელოვანესი ფაქტია. მარყუჟი, რომელიც ამ საერთაშორისო თაღლითისა და ქართული ჯარის მძარცველის კისერზეა, უფრო ვიწროვდება. დღეს თუ ხვალ აუცილებლად მოუწევს პასუხისგება.

რაც შეეხება „ჰელსინკის კომისიის” ბრალდებას, როდესაც „ქართულ ოცნებას“ დასდო ბრალი ქოლ-ცენტრებზე და აბსურდული განცხადების კვალდაკვალ არა თუ ფაქტი, პატარა დეტალიც კი არ წარმოუდგენია, იმ ინსინუაციური პოლიტიკის დადასტურებაა, სადაც კეზერაშვილი სუფთა ფულით აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს და მანამ გაათეთრებენ ასეთ თაღლითებს, სანამ საჭიროება მოითხოვს!

საქართველოს პროკურატურას კი ქება ეკუთვნის - ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა „გადაახიო” თავზე საერთაშორისო თუ ადგილობრივ თაღლითებს, მათი აბსურდული ბრალდებები!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი