თამარ ჩიბურდანიძე: სალომე ზურაბიშვილი ქართული ძეგლების აღდგენისთვის აჯილდოებს სხვებს, ბიძინა ივანიშვილს კი არც ახსენებს, რომელმაც ყველაზე მეტი გაიღო ამ საქმისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
466 07 სექტემბერი 2024, 14:50

პრეზიდენტის მიერ ორბელიანების სასახლეში კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისთვის, რამდენიმე პირის დაჯილდოების ფაქტს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, ყველას, ვისაც კი ქართული კულტურული ძეგლების აღდგენა-შენარჩუნებაში მცირედი დახარჯა, მადლობა ეკუთვნის, თუმცა უპირველესად მადლობა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენებისაც კი ეშინია.

„პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისთვის, რამდენიმე პირი დააჯილდოვა. ასევე, მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორებს ქართული ძეგლების რეაბილიტაციაში გაწეული დახმარებისთვის.

ბუნებრივია, ყველას მადლობა ეკუთვნის, ვინც ქართული კულტურული ძეგლების აღდგენა-შენარჩუნებაში თუნდაც მცირედს დახარჯავს, მაგრამ მადლობა უპირველესად ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, ვინც ყველაზე მეტი გაიღო ამ საქმისთვის. პრეზიდენტს ეშინია ამ სახელის ხსენების. როგორც ჩანს, უცხოეთიდან დირექტივა მხოლოდ მის ლანძღვას ეხება. ამავე ღონისძიებაზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ჩვენი იდენტობა სწორედ ჩვენს კულტურულ ძეგლებში გამოიხატებაო. დიახ, ასეა და ამიტომ დასაფასებელია ყველა ის პიროვნება, ვინც ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისთვის იღვაწებს. უპირველესად კი სწორედ ის, ვინც არა მარტო კულტურული ძეგლების აღდგენით და აშენებით, არამედ საქართველოს გადარჩენით შეგვინარჩუნა იდენტობაც და ქვეყანაც,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი