ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელზე: არც საკუთარი წონა იცის და არც საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს - ტაივანური გრანტის მოლოდინში წარმოუდგენლად მაღალ მატერიებს ეჭიდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
552 10 სექტემბერი 2024, 11:42

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ივანიშვილი ისტერიკაშია, რადგან თავს მომწყვდეულად გრძნობს“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, თინა ხიდაშელმა არც საკუთარი წონა იცის და არც საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს, ამიტომ მსგავსი განცხადებებით წარმოუდგენლად მაღალ მატერიებს ეჭიდება.

„ბიძინა ივანიშვილი, მისი გუნდი და ხელისუფლება კონსტიტუციური უმრავლესობის მოლოდინში ისტერიკაშია და თინა ხიდაშელი, თავისი „ლელოელი” ქმრით და ტაივანური ხელფასით მხნედ გრძნობს თავს?!

ლიბერალიზმის სიგიჟის თანამედროვე გამოვლინებაა ე.წ სპორტული „ქამინგ აუთი“ - როდესაც სპორტსმენი ყველანაირ მანიპულაციას მიმართავს, რომ შესაძლებლობის მიუხედავად, წარმატებას საკუთარი პიროვნული კომპლექსებით და „მეინსტრიმული” სიგიჟეებით მიაღწიოს.

ასეა ამ საცოდავის საქმეც - არც საკუთარი წონა იცის და არც საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს - ტაივანური გრანტის მოლოდინში ეჭიდება წარმოუდგენლად მაღალ მატერიებს ისე, რომ ისიც არ გაუთვალისწინებია, „წელზე მაღლა” ხტომამ, კისრის მომტვრევა რომ იცის.

არადა, ერთი კარგი მრჩეველი რაა, ტაივანური ლაბორატორიის გამორჩეულ ეგზემპლარს რომ დაუნიშნონ და ვინმემ მიუთითოს - შენ ტაივანისთვის პროექტი წერე, სერიოზულ საკითხებს თავი დაანებე, პოლიტიკა არ არის შენი საქმეო?!

საკუთარი ქმრის „ლელოში” შესვლით და ისედაც, ბითური ავტორიტეტის უფრო გაბითურებით ხომ მაინც უნდა მიხვდე - სად და რა წონის კატეგორიაში ასპარეზობ?!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი