გია აბაშიძე: ამერიკული ორგანიზაცია, მაკკეინის ინსტიტუტი მითითებას აძლევს ევროკავშირს, რომ დაგვასანქციროს - კარგი აღიარებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
508 21 სექტემბერი 2024, 10:51

„ენ დი აის“ ყოფილი დირექტრისა და აწ უკვე მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი რომ ქართველთმოძულეა, არაა ახალი ამბავი. თურმე არჩევნების შედეგებსაც „გვიწყვეტს“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირმა ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა ქართული ქართული ენჯეოების მოთხოვნის საფუძველზე განიხილოს.

მისივე თქმით, ლორა თორნტონისნაირებისთვის მხოლოდ "ნაცები" არიან ე.წ. ადამიანები, ამიტომ ასეთები არ უნდა შემოუშვან საქართველოში.

„ამერიკული ორგანიზაცია, მაკკეინის ინსტიტუტი მითითებას აძლევს ევროკავშირს, რომ დაგვასანქციროს, კარგი აღიარებაა. „ენ დი აის“ ყოფილი დირექტრისა და აწ უკვე მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი რომ ქართველთმოძულეა, არაა ახალი ამბავი. თურმე არჩევნების შედეგებსაც „გვიწყვეტს". მისნაირებისთვის მხოლოდ „ნაცები“ არიან ე.წ. ადამიანები. ასეთები არ უნდა შემოუშვან საქართველოში!“- წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი