გია აბაშიძე ლორა თორნტონის განცხადებაზე: სამშობლოს მტრების რიტორიკა აუტანელია - არ ვართ თქვენი „ენჯეო“, შეიგნეთ ასპიტებო!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
489 21 სექტემბერი 2024, 14:22

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მაკკეინის ინსტიტუტის უფროსი დირექტორის ლორა თორნტონის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, ევროკავშირს, ქართველებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების აუცილებლობას დამაჯერებლად უმტკიცებდა.

აბაშიძის თქმით, სამშობლოს მტრების რიტორიკა აუტანელია და დადგა ის დრო, როცა ლორა თორნტონის მსგავს უცხოელ გარეწრებს უნდა აეკრძალოთ საქართველოში შემოსვლა.

„დადგა ის დრო, როცა ლორა თორნტონის მსგავს უცხოელ გარეწრებს აეკრძალოთ საქართველოში შემოსვლა! სამშობლოს მტრების რიტორიკა აუტანელია - არ ვართ თქვენი "ენჯეო", შეიგნეთ ასპიტებო! 26 ოქტომბერს ამათ მსახურ უსამშობლოებს პასუხი რომ გაეცემა, უკვე ნათელია. ინგლისურად შემიძლია სამართლიანი ბილწსიტყვაობა, თავს შევიკავებ“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი