გია აბაშიძე: მოკავშირეებმა მიატოვეს რუსული ოკუპაციისგან ჩამოქცეული უკრაინა? სადაა ქმედითი მხარდაჭერა?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
358 24 სექტემბერი 2024, 12:12

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომის ყველაზე სავარაუდო შედეგი ის იქნება, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოხვდება, მაგრამ დროებითი რამ შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში.

აბაშიძის თქმით, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერის, ჩეხეთის პრეზიდენტის მიერ მსგავსი სახის განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვის უკან დახევის შესახებ საუბარი მხოლოდ ფარისევლობა ყოფილა და მოკავშირეებმა რუსული ოკუპაციისგან ჩამოქცეული უკრაინა ქმედითი დახმარების გარეშე მიატოვეს.

„რა, მოკავშირეებმა მიატოვეს რუსული ოკუპაციისგან ჩამოქცეული უკრაინა? სადაა ქმედითი მხარდაჭერა?! გამოდის, რომ ყველაფერი ის, რაც მოსკოვის უკან დახევას ეხებოდა, ფარისევლური ბლა ბლა იყო!

The New York Times-თან ინტერვიუში ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა, ნატოს ყოფილმა მაღალჩინოსანმა გენერალმა, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია რუსეთთან ომში, განაცხადა, რომ უკრაინელებმა და მათმა მხარდამჭერებმა დროებით უნდა მიიღონ რუსეთის მიერ ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია.

ინტერვიუში, რომელსაც უკრაინული მედიაც ავრცელებს, აღნიშნულია:

პაველი ხაზს უსვამს რეალიზმისა და კომპრომისის მნიშვნელობას უკრაინისა და რუსეთის მომავლის ფორმირებაში, რადგან მაქსიმალისტური მიზნები შესაძლოა, მიუღწეველი იყოს.

ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებები ემთხვევა მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობების პოზიციას და ხაზს უსვამს მისი სამხედრო წარმომავლობის გავლენას უსაფრთხოების საკითხებზე.

ევროპელი ოფიციალური პირები სულ უფრო და უფრო ეჭვობენ უკრაინის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე, რაც აჩენს კითხვებს ქვეყნის პერსპექტივების შესახებ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესახებ.

ზელენსკის მოწოდება მეტი საერთაშორისო მხარდაჭერისთვის და მომავალი სამშვიდობო სამიტი ნოემბერში მიუთითებს რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების მცდელობებზე“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი