დავით ქართველიშვილი: საქართველომ გაუძლო წნეხს და ამჟამად თავისი ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის ემზადება. სწორედ ამას არ პატიობენ მას და ამის გამო ებრძვიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
357 24 სექტემბერი 2024, 12:42

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ომის ყველაზე სავარაუდო შედეგი ის იქნება, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოხვდება, მაგრამ დროებითი რამ შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ფაქტობრივად, მსგავსმა ფორმულირებამ განაპირობა 2008 წლის აგვისტოს ომის დასასრულიც, რაც დისკომფორტს არც დასავლეთს უქმნიდა და არც ნაცრეჟიმს, რომელმაც გაფორმებული „დროებითი" თუ გაურკვეველი ვადით ოკუპაციის გამო „მადლიერების" ნიშნად - რუსეთს უხვი კონტრიბუცია გადაუხადა: მიაღებინეს იგი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, გაუუქმეს სავიზო რეჟიმი, აჩუქეს ქვეყნის სტრატეგიული ენერგეტიკული და ეკონომიკური ობიექტები.

„ჩეხეთის პრეზიდენტის აზრით: ომის ყველაზე სავარაუდო შედეგი ის იქნება, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოხვდება, მაგრამ დროებითი რამ შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში. სავარაუდოდ ეს განცხადება „გლობალური ომის პარტიის" მიღმა არ ჩაივლის და კრიტიკის საგნად იქცევა.
ფაქტობრივად, მსგავსმა ფორმულირებამ განაპირობა 2008 წლის აგვისტოს ომის დასასრულიც: საქართველოს ტერიტორიის ნაწილი დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოხვდება, მაგრამ დროებითი რამ შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში. მაგრამ მაშინ, ეს ფორმულირება არანაირ დისკომფორტს არ უქმნიდა „კოლექტიურ დასავლეთს".
არ უქმნიდა დისკომფორტს არც ნაცრეჟიმს, რომელმაც გაფორმებული "დროებითი" თუ გაურკვეველი ვადით ოკუპაციის გამო „მადლიერების" ნიშნად - რუსეთს უხვი კონტრიბუცია გადაუხადა: მიაღებინეს იგი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, გაუუქმეს სავიზო რეჟიმი, აჩუქეს ქვეყნის სტრატეგიული ენერგეტიკული და ეკონომიკური ობიექტები.
არც იმას გამოვრიცხავ, რომ ომის დამთავრების ჩეხეთის პრეზიდენტის ფორმულა ემთხვეოდეს პრეზიდენტ ზელენსკის ფარულ მოლოდინებსაც. მაგრამ 2008 წლის შემდეგ გავიდა დრო, შეიცვალა ომის ფასიც. უკრაინისთვის დაწესებული ეს ფასი უტოლდება - „ომის გაგრძელებას უკანასკნელ უკრაინელამდე".
უკრაინა ვერ აღწევს თავს ამ საფასურის დამწესებელ ძალებს და ეს არის მისი ძირითადი უბედურება, რამაც „პროქსი-სახელმწიფოდ" გადააქცია. ხოლო საქართველომ გაუძლო ამ წნეხს და ამჟამად თავისი ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის ემზადება. სწორედ ამას არ პატიობენ მას და ამის გამო ებრძვიან.
მეცხრამეტე საუკუნის ამერიკის სამოქალაქო ომის გმირის, გენერალ შერიდანის ცნობილი მოსაზრება: „კარგი ინდიელი - მკვდარი ინდიელია" - საქართველოსთან მიმართებით განუხორციელებელ ოცნებად ექცათ, სამაგიეროდ უკრაინელებთან დაკავშირებით ეს მიდგომა in action მდგომარეობაშია...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი