გია აბაშიძე აშშ-ის მიერ კატარისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე: სადაც მონღოლეთია ბლინკენისთვის „დემოკრატიის ოაზისი“, რომელსაც სანქცირებული პუტინი სტუმრობს, იქ კატარელებსაც შეუძლიათ უვიზო მიმოსვლა, საქართველო კი „არასწორ ტრაექტორიაზეა“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
375 25 სექტემბერი 2024, 11:20

უვიზო მიმოსვლის დაწესების ორმაგი სტანდარტების თვალსაჩინო მაგალითი ვაშინგტონიდან, - ასე აფასებს აშშ-ის მიერ კატარისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, შეფასება არ ეხება თავად კატარს, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მეგობარი ქვეყანაა. ამ შემთხვევაში, ანალიტიკოსის თქმით, მას სურს, აშშ-ის თვალთმაქცობაზე გააკეთოს აქცენტი, კერძოდ იმაზე, რომ დემოკრატიასა და უფლებადაცველობაზე შერჩევითად მქადაგებელი ვაშინგტონისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა მდგომარეობაა კატარში.

„უვიზო მიმოსვლის დაწესების ორმაგი სტანდარტების თვალსაჩინო მაგალითი ვაშინგტონიდან. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოსა და კატარის ურთიერთობა მრავალმხრივად მუდმივად ღრმავდება და ჩემი შეფასება არანაირად ეხება ჩვენს ერთ-ერთ მეგობარს გალფის ქვეყნებში.

აქცენტია აშშ-ის თვალთმაქცობაზე! აშშ-ში განაცხადეს, რომ კატარი მიიღეს უვიზო რეჟიმის პროგრამაში, რაც მის მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, 90 დღემდე პერიოდითთ ესტუმრონ ამერიკას. კატარი სპარსეთის ყურის პირველი ქვეყანაა, რომელიც აშშ-ის უვიზო მიმოსვლის პროგრამაში მოხვდა.

დემოკრატიასა და უფლებადაცველობაზე შერჩევითად მქადაგებელი ვაშინგტონისთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს თუ რა მდგომარეობაა კატარში. კერძოდ: - კატარის პოლიტიკური სისტემა მოქმედებს ავტორიტარული ნახევრად კონსტიტუციური მონარქიის ქვეშ, სადაც ემირი არის სახელმწიფოს მეთაური და აღმასრულებელი. - ლიბერალების ერთ-ერთი "ბექ ვოკალი" საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, კატარში: ხელისუფლება აგრძელებდა გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვას და კრიტიკული ხმების გაჩუმებას.

მიგრანტი მუშები კვლავ აწყდებოდნენ სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას, მათ შორის ხელფასის ქურდობას, იძულებით შრომას და ექსპლუატაციას და ჰქონდათ არაადეკვატური წვდომა საჩივრებისა და გამოსწორების მექანიზმებზე. გრძელდებოდა ქალების დისკრიმინაცია კანონმდებლობით და პრაქტიკულ ცხოვრებაში.

დისკრიმინაციული კანონები ლგბტ+ პირებს დაკავების საფრთხის წინაშე აყენებს. სამაგიეროდ, კატარს აქვს 25+ მილიარდი ბარელი ნავთობის დადასტურებული მარაგი, რომლითაც მე-13 ადგილზეა მსოფლიოში. ასევე კატარს აქვს 24+ ტრილიონი კუბ.მ. გაზის დადასტურებული მარაგი, რითაც მსოფლიოში მესამე ადგილზეა რუსეთისა და ირანის შემდეგ. კატარი არის ბუნებრივი აირის უდიდესი მწარმოებელი და ექსპორტიორია მსოფლიოში.

ამასთან, 2024 წლის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა მშვიდად მიაღწია შეთანხმებას, რომელიც ახანგრძლივებს მის სამხედრო ყოფნას კატარში კიდევ 10 წლით. ალ-უდეიდის საჰაერო ბაზა, რომელიც მდებარეობს დედაქალაქ დოჰას სამხრეთ-დასავლეთით უდაბნოში, არის აშშ-ს უდიდესი სამხედრო აქტივი ახლო აღმოსავლეთში და მას შეუძლია 10000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის განთავსება. სადაც მონღოლეთია ბლინკენისთვის "დემოკრატიის ოაზისი", რომელსაც სანქცირებული პუტინი სტუმრობს, იქ კატარელებსაც შეუძლიათ უვიზო მიმოსვლა, ხოლო საქართველო "არასწორ ტრაექტორიაზეა“ - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი