დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ: „ვივამედელი პაციენტი" ყველაზე კარგი ალეგორიაა იმის, წლევანდელ არჩევნებზე თუ რა შედეგი ელის მის სექტას - „დემენციას" ამოფარება ცუდი ჩანაფიქრი იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
361 30 სექტემბერი 2024, 11:38

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მალულად შემოსვლის სამი წლისთავზე არსებულ ვითარებას ეხმიანება სოციალურ ქსელში და იმ მოლოდინების გაცრუებაზე წერს, რაც მის ჩამოსვლას მოჰყვა. როგორც ქართველიშვილი წერს, სააკაშვილის დაბრუნების საკითხს დრომ მარტივად გასცა პასუხი, როცა ყველა დარწმუნდა, რომ გამოგონილი დემენცია და ავადმყოფობა, მხოლოდ გამოგონილი მიზეზები იყო საიმისოდ, რომ ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობიდან თავი დაეხსნა.

„სააკაშვილის დაკავების მორიგი, მესამე წლისთავი ხვალაა და ემთხვევა მისთვის და ნაცებისთვის ასეთ უიღბლო, წმინდა ბიძინას ხსენების დღეს. ვერც კორპორაციულად, ვერც პიროვნულად ვერ ლახავენ სათავისოდ ამ „მისტიკურ" დღეს, როცა ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთან ქართველები კიდევ ორი გმირის, წმინდა ქსნის ერისთავების - შალვას და ელიზბარის ხსოვნას აღნიშნავენ.

დღეს კი, იმ მესამე წლისთავის ხსენებაა, ბელადი უკრაინული არაჟნებით სავსე კონტეინერში რომ უკვე იყო კონტრაბანდულად მოთავსებული და შავი ზღვის ტალღებში მოცურავე ბორანზე მისგან უარყოფილ სამშობლოში ტრიუმფალური დაბრუნების გეგმებს რომ აწყობდა. შეიძლება ამ დროს რუისის სასაფლაოს ცნობილი ეპიტაფიები ახსენდებოდა და მშობლიურ უკრაინას ასე ემშვიდობებოდა: „ჩაინიკს ასტყდა ემალი, გემშვიდობებათ ჯემალი"...

შეიძლება სულ ახალ შედევრებს ქმნიდა, მაგალითად ასეთს: „ადიდებულა დნეპრი და სულ წაუღია ქვიშა, აქ მოლოდინი ნაცებო, გემშვიდობებათ მიშა". იმავე სამი წლის წინანდელ მოგონებებს განეკუთვნება ცნობილი "ცრუ-ვანგას", რომან გოცირიძის ციტატა: "საკითხი მარტივად არის, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში, ქართველი ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები მას ციხეში დიდ ხანს არ დატოვებენ".

ამ „მარტივად" დასმულ საკითხს დრომ მარტივი პასუხი გასცა - ქართველმა ხალხმაც და საერთაშორისო პარტნიორებმაც ცალსახა დამოკიდებულება გამოხატეს „მომაკვდავი" ბელადის მიმართ. ამ სამ წელიწადში მათ რიცხვს სტრასბურგის სასამართლო, მსოფლიოში განთქმული და ადგილობრივი „ისე რა" ექიმები, საკუთარი თანამებრძოლები და ამომრჩეველთა დიდი ნაწილი დაემატა. ანუ ისინი, ვისაც მიშა „ყელში" ამოუვიდა და მათ ის უბრალოდ „დაიკიდეს".

„ვივამედელი პაციენტი" ყველაზე კარგი ალეგორიაა იმის, წლევანდელ არჩევნებზე თუ რა შედეგი ელის მის სექტას. „დემენციას" ამოფარება ცუდი ჩანაფიქრი იყო. სიტყვამ მატერიალიზება იცის ხოლმე. დემენცია ხშირად „დავიწყებასთან" თუ „სკლეროზთან" ასოცირდება. ესეც ის გზაა, რასაც სექტა თავისთავად უკვე დაადგა. მაგრამ სიტყვა სიტყვით ლათინურიდან დემენცია როგორც „სიგიჟე", ისე ითარგმნება..." - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი